„აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისადე არს წყალობაჲ მისი.“ ().
1. მარადიული წყალობა და ქმნილების სიბრძნე
ზემოთ ადამიანებისადმი ღვთის მიერ აღსრულებულ კეთილისყოფაზე რომ თქვა, ახლა მისი წყალობის სიდიდეზეც საუბრობს: არ ზომავს მას, რადგან ეს შეუძლებელია, არამედ სურს, უსასრულობით წარმოაჩინოს მისი სიდიადე; ყველას დიდებისმეტყველებისკენ მოუწოდებს, უხმობს და ამბობს: „აუარებდით უფალსა“ (), ესე იგი, ჰმადლობდეთ და აქებდეთ მას. „რამეთუ უკუნისადე არს წყალობაჲ მისი“ (). რას ნიშნავს: „უკუნისადე“ ()? იგი იმას არ ამბობს, თითქოს ღმერთი ხან კეთილს გვიყოფდეს და ხან უკან იხევდეს, ან ხან იწყალებდეს და ხან წყვეტდეს, როგორც ადამიანებთან ხდება: მათ ხან ვნება აბრკოლებს, ხან შესაძლებლობათა სიმცირე...