მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 135:13

12. ხელით ძლიერით და მკლავით შემართულით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.13. რომელმაც გააპო მეწამული ზღვა ნაჭერ-ნაჭერ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.14. და გაიყვანა ისრაელი მის შუაგულში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
ფსალმუნები თავი 135
13. რომელმაც გააპო მეწამული ზღვა ნაჭერ-ნაჭერ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
ფსალმუნი 135-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისადე არს წყალობაჲ მისი.“ ().

1. მარადიული წყალობა და ქმნილების სიბრძნე

ზემოთ ადამიანებისადმი ღვთის მიერ აღსრულებულ კეთილისყოფაზე რომ თქვა, ახლა მისი წყალობის სიმრავლეზეც საუბრობს: არ ზომავს მას, რადგან ეს შეუძლებელია, არამედ სურს, უსაზღვროებით წარმოაჩინოს მისი სიდიადე; და ყველას დიდებისმეტყველებისკენ მოუწოდებს, უხმობს და ამბობს: „აუარებდით უფალსა“ (), ესე იგი, ჰმადლობდეთ და აქებდეთ მას. „რამეთუ უკუნისადე არს წყალობაჲ მისი“ (). რას ნიშნავს: „უკუნისადე“ ()? იგი ამბობს: ღმერთი ხან კეთილს არ გვიყოფს და ხან უკან არ იხევს; არც ხან იწყალებს და ხან წყვეტს, როგორც ადამიანებთან ხდება, რომლებიც ვნებით დაბრკოლდებიან, უძლურებით შეწყდებიან, სხვისი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის