მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 135:25

24. და გვიხსნა ჩვენი მტრებისაგან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.25. რომელიც აძლევს პურს ყოველ ხორციელს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.26. ადიდეთ ცათა ღმერთი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
ფსალმუნები თავი 135
25. რომელიც აძლევს პურს ყოველ ხორციელს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 135-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისადე არს წყალობაჲ მისი.“ ().

1. მარადიული წყალობა და ქმნილების სიბრძნე

ზემოთ ადამიანებისადმი ღვთის მიერ აღსრულებულ კეთილისყოფაზე რომ თქვა, ახლა მისი წყალობის სიდიდეზეც საუბრობს: არ ზომავს მას, რადგან ეს შეუძლებელია, არამედ სურს, უსასრულობით წარმოაჩინოს მისი სიდიადე; ყველას დიდებისმეტყველებისკენ მოუწოდებს, უხმობს და ამბობს: „აუარებდით უფალსა“ (), ესე იგი, ჰმადლობდეთ და აქებდეთ მას. „რამეთუ უკუნისადე არს წყალობაჲ მისი“ (). რას ნიშნავს: „უკუნისადე“ ()? იგი იმას არ ამბობს, თითქოს ღმერთი ხან კეთილს გვიყოფდეს და ხან უკან იხევდეს, ან ხან იწყალებდეს და ხან წყვეტდეს, როგორც ადამიანებთან ხდება: მათ ხან ვნება აბრკოლებს, ხან შესაძლებლობათა სიმცირე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის