„აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა“ ().
1. მადლიერება ტაძარში და სულის განმტკიცება
ამის შესახებ თქვენთან მრავალგზის მისაუბრია. ამიტომ მასზე აღარ შევჩერდებით და მის მომდევნოზე გადავალთ. რას ნიშნავს ეს: „და წინაშე ანგელოზთასა გიბალობდე შენ“ ()? ეს სხვა განმმარტებელმა ასე თქვა: „კადნიერებით, ღმერთო, გიგალობებ შენ.“1 სხვა კი ამბობს: „ღმერთების წინაშე გიგალობებ შენ“ (ფსალმ 137:1, თარგმანის ვარიანტი)2. ამრიგად, თუ ნათქვამი ზეცაში მყოფ ანგელოზებს გულისხმობს, ნათქვამის აზრი ასეთია: თავს ვაიძულებ, ანგელოზებთან ერთად ვიგალობო;...