მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 137:4

3. რომელ დღესაც მოგიხმე, მიპასუხე, მხნეობად მიეც ჩემს სულს სიძლიერე.4. განგადიდებენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქვეყნიერებისა, როცა მოისმენენ ნათქვამს შენი პირისა.5. და უგალობებენ უფლის გზასავალს, რადგან დიდია პატივი უფლისა.
ფსალმუნები თავი 137
4. განგადიდებენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქვეყნიერებისა, როცა მოისმენენ ნათქვამს შენი პირისა.
ფსალმუნი 137-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა“ ().

1. მადლიერება ტაძარში და სულის განმტკიცება

ამის შესახებ თქვენთან მრავალგზის მისაუბრია. ამიტომ ამას გვერდს ავუვლით და მის მომდევნოზე გადავალთ. რას ნიშნავს ეს: „და წინაშე ანგელოზთასა გიბალობდე შენ“ ()? ეს სხვა განმმარტებელმა ასე თქვა: „კადნიერებით, ღმერთო, გიგალობებ შენ.“1 სხვა კი ამბობს: „ღმერთების წინაშე გიგალობებ შენ“ (). ამრიგად, თუ იგი ზეცებში მყოფ ანგელოზებს გულისხმობს, ნათქვამის აზრი ასეთია: თავს ვაიძულებ, ანგელოზებთან ერთად ვიგალობო, მათთან შეჯიბრებას შევეცდები და ზენა ძალებთან ერთად ქოროში ჩავდგები. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის