მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 137:6

5. და უგალობებენ უფლის გზასავალს, რადგან დიდია პატივი უფლისა.6. რადგან მაღალია უფალი და დამდაბლებულს ხედავს; ხოლო მედიდურს შორიდან შეიცნობს.7. თუ გავივლი ჭირსა შიგან, შენ მაცოცხლებ; ჩემი მტრების ჯიბრზე გამომიწოდებ შენს ხელს და დამიხსნის მარჯვენა შენი.
ფსალმუნები თავი 137
6. რადგან მაღალია უფალი და დამდაბლებულს ხედავს; ხოლო მედიდურს შორიდან შეიცნობს.
ფსალმუნი 137-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა“ ().

1. მადლიერება ტაძარში და სულის განმტკიცება

ამის შესახებ თქვენთან მრავალგზის მისაუბრია. ამიტომ ამას გვერდს ავუვლით და მის მომდევნოზე გადავალთ. რას ნიშნავს ეს: „და წინაშე ანგელოზთასა გიბალობდე შენ“ ()? ეს სხვა განმმარტებელმა ასე თქვა: „კადნიერებით, ღმერთო, გიგალობებ შენ.“1 სხვა კი ამბობს: „ღმერთების წინაშე გიგალობებ შენ“ (). ამრიგად, თუ იგი ზეცებში მყოფ ანგელოზებს გულისხმობს, ნათქვამის აზრი ასეთია: თავს ვაიძულებ, ანგელოზებთან ერთად ვიგალობო, მათთან შეჯიბრებას შევეცდები და ზენა ძალებთან ერთად ქოროში ჩავდგები. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის