მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 138:13

12. სიბნელეც ვერ დაბინდავს შენგან და ღამე დღესავით გაანათებს; რა სიბნელე და რა სინათლე.13. რადგან შენ გამართე თირკმელნი ჩემნი, გამომძერწე დედაჩემის საშოში.14. გადიდებ, რადგან საოცრებით ვარ შენივთული; საკვირველია საქმენი შენნი და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით.
ფსალმუნები თავი 138
13. რადგან შენ გამართე თირკმელნი ჩემნი, გამომძერწე დედაჩემის საშოში.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 56. „ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი" (დაბ 29:21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის განგება ლიას შვილოსნობაში (29:29–33):

...არ არის. იმისთვის არის ნათქვამი: „განაღო საშოჲ მისი", რომ ვიცოდეთ: თავად უფალმა კეთილინება ლიას შვილოსნობის ძალა ებოძებინა, მისი მწუხარების ნუგეშად. თავადვე აყალიბებს და ასულიერებს ნაყოფს დედის მუცელში, როგორც დავითმაც თქვა: „რამეთუ შენ დაჰბადენ თირკმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე დედისმუცლით ჩემითგან" (). და შენიშნე, როგორ გვიჩვენებს საღვთო წერილი, რომ ბუნების შემოქმედი საკუთარი ძალით ახდენს ორივეს: ერთში შვილოსნობის უნარს აღძრავს, ხოლო რაქელის საშოს აკავებს. იგი ბუნების მპყრობელია და ამიტომ ყველაფერს დაუბრკოლებლად აღასრულებს. „მიუდგა ლია და უშვა იაკობს ძე. და უწოდა სახელი მისი რუბენ და თქუა: რამეთუ იხილა უფალმან სიმდაბლე ჩემი და მომცა მე შვილი და აწ შემიყუაროს მე ქმარმან ჩემმან" (). შეხედე, რა მადლიერია ეს ქალი! უფალმა, ამბობს, ჩემი სიმდაბლე რომ იხილა, შვილი მომანიჭა, რომ მისი წყალობით ქმარს შემიყვარებინა. შენიშნე, რა სიუხვით აჯილდოებს კაცთმოყვარე ღმერთი, სურს რა მართლის შთამომავლობაც გაამრავლოს და ლიაც უფრო საყვარელი გახადოს იაკობისთვის. **„და მერმე მიუდგა ლია და უშვა ძე მეორე იაკობს და თქუა: რამეთუ ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისა და იხილა, ვითარმედ ვსძულ მე, და მომცა მე შვი...

სრულად ნახვა