მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 139:11

10. დაეცეთ ზემოდან ნაკვერჩხლები, ცეცხლში ჩაცვივდნენ, ღრმა ორმოში - ვეღარ წამოდგნენ.11. ავსიტყვა კაცი ნუ დამკვიდრდება ქვეყანაზე, მოძალე კაცი ბოროტებამ მოინადიროს ძირს დასაცემად.12. ვიცი, რომ იქმს უფალი განკითხვას გლახაკისა და სამართალს უპოვართა.
ფსალმუნები თავი 139
11. ავსიტყვა კაცი ნუ დამკვიდრდება ქვეყანაზე, მოძალე კაცი ბოროტებამ მოინადიროს ძირს დასაცემად.
ფსალმუნი 139-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„განმარინე მე, უფალო, კაცისაგან უკეთურისა და კაცისა ცრუჲსაგან მიჴსენ მე,“ ().

1. ბოროტი კაცისგან დახსნის ლოცვა

სად არიან ახლა ისინი, ვინც ამბობენ: რატომ არსებობენ მხეცები? რატომ არსებობენ მორიელები? რატომ არსებობენ იქედნები? აჰა, ნაპოვნია ცხოველი, რომელიც უფრო მეტ ბოროტებას ავლენს, არა ბუნებით, არამედ საკუთარი ნებით: ადამიანი. სწორედ ამიტომ წინასწარმეტყველი ყველაფერ იმათ გვერდს უვლის და ითხოვს, ამ ადამიანისაგან იქნეს დახსნილი. მაშ, რას ვიტყვით, მითხარი? რაკი ადამიანი ასეთია, ნუთუ არ უნდა შექმნილიყვნენ ადამიანები? მაგრამ ამის თქმა უკიდურესი უგუნურებაა; რადგან ადამიანს არაფერი აზიანებს, თუ არა მხოლოდ ცოდვა. როცა ცოდვა მოისპობა, ყველაფერი მსუბუქი, იოლი და მშვიდია; ხოლო როცა ცოდვა არსებობს,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის