მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 139:13

12. ვიცი, რომ იქმს უფალი განკითხვას გლახაკისა და სამართალს უპოვართა.13. ხოლო მართალნი განადიდებენ შენს სახელს, დამკვიდრდებიან გულწრფელნი შენს პირისპირ.
ფსალმუნები თავი 139
13. ხოლო მართალნი განადიდებენ შენს სახელს, დამკვიდრდებიან გულწრფელნი შენს პირისპირ.
ფსალმუნი 139-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„განმარინე მე, უფალო, კაცისაგან უკეთურისა და კაცისა ცრუჲსაგან მიჴსენ მე,“ ().

1. ბოროტი კაცისგან დახსნის ლოცვა

სად არიან ახლა ისინი, ვინც ამბობენ: რატომ არსებობენ მხეცები? რატომ არსებობენ მორიელები? რატომ არსებობენ იქედნები? აჰა, ნაპოვნია ცხოველი, რომელიც უფრო მეტ ბოროტებას ავლენს, არა ბუნებით, არამედ საკუთარი ნებით: ადამიანი. სწორედ ამიტომ წინასწარმეტყველი ყველაფერ იმათ გვერდს უვლის და ითხოვს, ამ ადამიანისაგან იქნეს დახსნილი. მაშ, რას ვიტყვით, მითხარი? რაკი ადამიანი ასეთია, ნუთუ არ უნდა შექმნილიყვნენ ადამიანები? მაგრამ ამის თქმა უკიდურესი უგუნურებაა; რადგან ადამიანს არაფერი აზიანებს, თუ არა მხოლოდ ცოდვა. როცა ცოდვა მოისპობა, ყველაფერი მსუბუქი, იოლი და მშვიდია; ხოლო როცა ცოდვა არსებობს,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის