მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 141:3

2. გადმოვღვრი მის წინაშე ჩემს გულისნადებს, ჩემს გასაჭირს მის წინაშე ვილაპარაკებ.3. როცა ჩემს შიგნით შეწუხებულია სული ჩემი, შენ იცი ჩემი გზა-კვალი; გზაზე, რომლითაც დავდივარ, დამიგეს მახე.4. ვიმზირები მარჯვნივ და ვხედავ, რომ არავინ მცნობს მე; აღარ არსებობს ხსნა ჩემთვის, არავინ ზრუნავს ჩემს სულზე.
ფსალმუნები თავი 141
3. როცა ჩემს შიგნით შეწუხებულია სული ჩემი, შენ იცი ჩემი გზა-კვალი; გზაზე, რომლითაც დავდივარ, დამიგეს მახე.
ფსალმუნი 141-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ვილოცე“ ().

1. მხურვალე ლოცვა და ჭირის სარგებელი

ხედავ, როგორ აკეთებს ამას ყველგან, როგორ იწყებს სწორედ ამ დასაწყისით და როგორ ამბობს აქ მეორედ „ჴმითა“ და „ჴმითა“ ()? ამას უბრალოდ კი არ აკეთებს, არამედ იმისათვის, რომ გაორებით ორი რამ გვასწავლოს: მოშურნეობის სიმხნევე და გონების დაძაბულობა; ამასთანავე კი იმასაც, რომ ხმა თვით მლოცველის უნდა იყოს. რადგან ყველანი არც ხმით ღაღადებენ, არც ღმრთის მიმართ და არც საკუთარი ხმით. საჭიროა, რომ ეს ყოველივე ერთად შეიკრიბოს. ვინც მტრების წინააღმდეგ ღაღადებს, ადამიანის ხმას კი არ გამოსცემს, არამედ მხეცისა და გველის ხმას. ვინც უდებობს და არ უსმენს იმას, რასაც თვითონ ამბობს, იგი ღმრთის მიმართ არ ღაღადებს, არამედ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის