მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 141:7

6. ყური მიუგდე ჩემს ღაღადისს, რადგან დავმდაბლდი ფრიად; მიხსენი ჩემთა მდევნელთაგან, ვინაიდან ჩემზე ძლიერნი გახდნენ.7. გამოიყვანე საპყრობილედან სული ჩემი, რათა ვადიდო სახელი შენი. გარს შემომეხვევიან მართალნი, რადგანაც კეთილს მომაგებ.8. ფსალმუნი დავითისა. უფალო, ისმინე ლოცვა ჩემი, ყურად იღე ჩემი ვედრება შენი ჭეშმარიტებით, მიპასუხე შენი სიმართლით.
ფსალმუნები თავი 141
7. გამოიყვანე საპყრობილედან სული ჩემი, რათა ვადიდო სახელი შენი. გარს შემომეხვევიან მართალნი, რადგანაც კეთილს მომაგებ.
ფსალმუნი 141-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ვილოცე“ ().

1. მხურვალე ლოცვა და ჭირის სარგებელი

ხედავ, როგორ აკეთებს ამას ყველგან, როგორ იწყებს სწორედ ამ დასაწყისით და როგორ ამბობს აქ მეორედ „ჴმითა“ და „ჴმითა“ ()? ამას უბრალოდ კი არ აკეთებს, არამედ იმისათვის, რომ გაორებით ორი რამ გვასწავლოს: მოშურნეობის სიმხნევე და გონების დაძაბულობა; ამასთანავე კი იმასაც, რომ ხმა თვით მლოცველის უნდა იყოს. რადგან ყველანი არც ხმით ღაღადებენ, არც ღმრთის მიმართ და არც საკუთარი ხმით. საჭიროა, რომ ეს ყოველივე ერთად შეიკრიბოს. ვინც მტრების წინააღმდეგ ღაღადებს, ადამიანის ხმას კი არ გამოსცემს, არამედ მხეცისა და გველის ხმას. ვინც უდებობს და არ უსმენს იმას, რასაც თვითონ ამბობს, იგი ღმრთის მიმართ არ ღაღადებს, არამედ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის