მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 142:1

1. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან, რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.2. რადგან დევნა მტერმა ჩემი სული; მიწაზე დაანარცხა ჩემი სიცოცხლე, დამსვა ბნელეთში, დიდი ხნის მკვდრების მსგავსად.
ფსალმუნები თავი 142
1. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან, რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.
ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა“ ().

1. ვედრების გზა და ღმრთის კაცთმოყვარეობა

ლოცვა არის სიტყვებით აღვლენილი ვედრებაც და არის აღთქმაც. ამიტომაც ერთი ბრძენი გვარიგებს და ამბობს: „ნუ გაიმეორებ სიტყვას შენს ლოცვაში“ ()1. ამ შეგონებასა და რჩევას ის იმიტომ კი არ გვაძლევს, რომ, როცა ღმერთს მივმართავთ და ვევედრებით, იგივე სიტყვები მეორედ აღარ ვთქვათ — შორს იყოს ასეთი აზრი! ჩვენ ხომ ნაბრძანები გვაქვს, ლოცვებში მოუკლებლად ვიდგეთ. არამედ გვასწავლის, რომ როცა ღმერთს რამეს აღვუთქვამთ, აღსრულება არ გადავდოთ, არამედ ვიჩქაროთ. ამიტომ სხვაგანაც ამბობს: „ნუ დააყოვნებ მის აღსრულებას“ ()2. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის