მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 142:3

2. რადგან დევნა მტერმა ჩემი სული; მიწაზე დაანარცხა ჩემი სიცოცხლე, დამსვა ბნელეთში, დიდი ხნის მკვდრების მსგავსად.3. და შეწუხდა ჩემზე სული ჩემი, ჩემს შიგნით დანაღვლიანდა გული ჩემი.4. ვიხსენებ ადრინდელ დღეებს, ვფიქრობ ყოველ შენს ნამოქმედარზე, შენი ხელის ნასაქმარზე ვისაუბრებ.
ფსალმუნები თავი 142
3. და შეწუხდა ჩემზე სული ჩემი, ჩემს შიგნით დანაღვლიანდა გული ჩემი.
ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა“ ().

1. ვედრების გზა და ღმრთის კაცთმოყვარეობა

ლოცვა არის სიტყვებით აღვლენილი ვედრებაც და არის აღთქმაც. ამიტომაც ერთი ბრძენი გვარიგებს და ამბობს: „ნუ გაიმეორებ სიტყვას შენს ლოცვაში“ ()1. ამ შეგონებასა და რჩევას ის იმიტომ კი არ გვაძლევს, რომ, როცა ღმერთს მივმართავთ და ვევედრებით, იგივე სიტყვები მეორედ აღარ ვთქვათ — შორს იყოს ასეთი აზრი! ჩვენ ხომ ნაბრძანები გვაქვს, ლოცვებში მოუკლებლად ვიდგეთ. არამედ გვასწავლის, რომ როცა ღმერთს რამეს აღვუთქვამთ, აღსრულება არ გადავდოთ, არამედ ვიჩქაროთ. ამიტომ სხვაგანაც ამბობს: „ნუ დააყოვნებ მის აღსრულებას“ ()2. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის