მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 142:8

7. მომასმენინე დილდილობით შენი წყალობა, რადგანაც შენით ვიმედოვნებ. მაუწყე, რომელი გზით ვიარო, რაკიღა შენსკენ აღვაპყარ სული ჩემი.8. გადამარჩინე მტერთა ჩემთაგან, უფალო. შენთან ვაფარებ თავს.9. მასწავლე შესრულება შენი ნებისა, რადგან შენ ჩემი ღმერთი ხარ. შენი კეთილი სული წამიძღვეს სიმართლის ქვეყანაში.
ფსალმუნები თავი 142
8. გადამარჩინე მტერთა ჩემთაგან, უფალო. შენთან ვაფარებ თავს.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა“ ().

1. ვედრების გზა და ღმრთის კაცთმოყვარეობა

ლოცვა არის სიტყვებით აღვლენილი ვედრებაც და არის აღთქმაც. ამიტომაც ერთი ბრძენი გვარიგებს და ამბობს: „ნუ გაიმეორებ სიტყვას შენს ლოცვაში“ ()1. ის ამას არ გვარიგებს და გვირჩევს იმიტომ, თითქოს ღმერთისადმი მოწოდებისა და ვედრებისას იგივე სიტყვები მეორედ აღარ ვთქვათ; შორს იყოს ასეთი აზრი! ჩვენ ხომ ნაბრძანები გვაქვს, რომ ლოცვებში ვიყოთ მოუკლებელნი. არამედ იმას გვასწავლის, რომ როცა ღმერთს რამეს აღვუთქვამთ, აღსრულება არ გადავდოთ, არამედ ვიჩქაროთ. ამიტომ სხვაგანაც ამბობს: „ნუ დააყოვნებ მის აღსრულებას“ (). რადგან მომავალი უცნობია. ან სნეულება, ან...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის