მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 143:3

2. მწყალობელო ჩემო და სიმაგრევ ჩემო, მცველო ჩემო და მხსნელო ჩემო; ჩემი ფარი ხარ და მასზე ვარ დანდობილი, ის ჩემს ხალხს გახდის მორჩილად ჩემდა.3. უფალო, რა არის კაცი, რომ იცნო ის, ძე ადამისა, რომ მიიჩნიო ის?4. ადამიანი ჰგავს ამაოებას, მისი დღეები - ვითარცა ჩრდილი გარდასული.
ფსალმუნები თავი 143
3. უფალო, რა არის კაცი, რომ იცნო ის, ძე ადამისა, რომ მიიჩნიო ის?
ფსალმუნი 143-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ჴელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა - ბრძოლა.“ ().

1. ღმრთის შეწევნა ბრძოლასა და მმართველობაში

რას ამბობ? ნუთუ ღმერთია ბრძოლების, შერკინებისა და საბრძოლო წყობის მოძღვარი? დიახ, სწორედ ასეა; და არც შემცდარა ის, ვინც ამ საქმეებში გამარჯვებასაც ღმერთს მიაწერს. რადგან ეს არის: „რომელმან ასწავა ჴელთა ჩემთა“ (). ესე იგი, ის, ვინც გვაძლევს მტრებზე გამარჯვებას, მათ ძლევას და ძლევის ნიშნის აღმართვას. რადგან მაშინაც, როცა დავითმა გოლიათი დასცა, გამარჯვების მიზეზი ღმერთი იყო; და მაშინაც, როცა დავითმა მრავალი ბრძოლა წარმატებით აღასრულა, ძლევის ნიშნები აღმართა და ზოგი მტრული ქალაქი მთელი მოსახლეობით აიღო, სწორედ ღმერთმა მისცა მას ძლევა. ამიტომაც...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის