მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 144:11

10. გადიდებს შენ, უფალო, ყველა შენი ნამოქმედარი და შენი წმიდანები გადიდებენ შენ.11. შენი მეფობის დიდებას იტყვიან და შენს სიძლიერეზე ილაპარაკებენ.12. რათა აცნობონ ადამის ძეთ შენი სიძლიერე, და ბრწყინვალე დიდება შენი მეფობისა.
ფსალმუნები თავი 144
11. შენი მეფობის დიდებას იტყვიან და შენს სიძლიერეზე ილაპარაკებენ.
ფსალმუნი 144-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე ღა უკუნითი უკუნისამდე.“ ().

1. სულიერი ტრაპეზი და ღმრთის ქება

ამ ფსალმუნს განსაკუთრებით დიდი სიზუსტით უნდა მივაპყროთ ყურადღება. რადგან სწორედ ამ ფსალმუნშია ის სიტყვები, რომელთაც საიდუმლოებში განდობილნი გამუდმებით მიაგალობენ და ამბობენ: „თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა“ (). რადგან ვინც ძედ იქცა და სულიერი ტრაპეზით ტკბება, სამართლიანად მართებს მამის დიდება. რადგან ამბობს: „ძე ადიდებს მამასა და მონაჲ ეშიშვის უფალსა თჳსსა“ (მალაქ 1:6). შენ ძე გახდი, სულიერი ტრაპეზით ტკბები და იმ ხორცითა და სისხლით იკვებები, რომელმაც ხელახლა გშვა; ამიტომ ასეთი დიდი კეთილმოქმედებისთვის სამაგიერო მიუზღე, ადიდე ის, ვინც ასეთი რამ მოგმადლა, და ამ სიტყვების...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის