მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 144:16

15. ყველას თვალები შენ შემოგცქერიან და შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე.16. აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს.17. მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში.
ფსალმუნები თავი 144
16. აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 144-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე ღა უკუნითი უკუნისამდე.“ ().

1. სულიერი ტრაპეზი და ღმრთის ქება

ამ ფსალმუნს განსაკუთრებით დიდი სიზუსტით უნდა მივაპყროთ ყურადღება. რადგან სწორედ ეს არის ის ფსალმუნი, რომელსაც აქვს ის სიტყვები, რომელთაც საიდუმლოებში განდობილნი გამუდმებით მიაგალობენ და ამბობენ: „თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა“ (). რადგან ვინც ძედ იქცა და სულიერი ტრაპეზით ტკბება, სამართლიანად მართებს მამის დიდება. რადგან ამბობს: „ძე ადიდებს მამასა და მონაჲ ეშიშვის უფალსა თჳსსა“ (მალაქ 1:6). შენ ძე გახდი და სულიერი ტრაპეზით ტკბები, იკვებები იმ ხორცითა და სისხლით, რომელმაც ხელახლა გშვა; ამიტომ მიუზღე ასეთი დიდი კეთილმოქმედების სამაგიერო, ადიდე ის, ვინც ასეთი რამ მოგმადლა, და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის