მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 144:20

19. მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ.20. იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს და ყველა ბოროტს მოსპობს.21. ხოტბას უფლისას ილაპარაკებს პირი ჩემი და აქებს ყოველი ხორციელი მის წმიდა სახელს უკუნითი უკუნისამდე.
ფსალმუნები თავი 144
20. იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს და ყველა ბოროტს მოსპობს.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 144-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე ღა უკუნითი უკუნისამდე.“ ().

1. სულიერი ტრაპეზი და ღმრთის ქება

ამ ფსალმუნს განსაკუთრებით დიდი სიზუსტით უნდა მივაპყროთ ყურადღება. რადგან სწორედ ამ ფსალმუნშია ის სიტყვები, რომელთაც საიდუმლოებში განდობილნი გამუდმებით მიაგალობენ და ამბობენ: „თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა“ (). რადგან ვინც ძედ იქცა და სულიერი ტრაპეზით ტკბება, სამართლიანად მართებს მამის დიდება. რადგან ამბობს: „ძე ადიდებს მამასა და მონაჲ ეშიშვის უფალსა თჳსსა“ (მალაქ 1:6). შენ ძე გახდი, სულიერი ტრაპეზით ტკბები და იმ ხორცითა და სისხლით იკვებები, რომელმაც ხელახლა გშვა; ამიტომ ასეთი დიდი კეთილმოქმედებისთვის სამაგიერო მიუზღე, ადიდე ის, ვინც ასეთი რამ მოგმადლა, და ამ სიტყვების...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის