მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 144:7

6. შენთა საშიშროებათა სიძლიერეს იტყვიან, ხოლო მე შენს სიდიადეზე ვილაპარაკებ.7. ხსენებას შენი მრავალი სიკეთისას გამოთქვამენ და შენს სიმართლეს უმღერებენ.8. გულმოწყალე და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე.
ფსალმუნები თავი 144
7. ხსენებას შენი მრავალი სიკეთისას გამოთქვამენ და შენს სიმართლეს უმღერებენ.
ფსალმუნი 144-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე ღა უკუნითი უკუნისამდე.“ ().

1. სულიერი ტრაპეზი და ღმრთის ქება

ამ ფსალმუნს განსაკუთრებით დიდი სიზუსტით უნდა მივაპყროთ ყურადღება. რადგან სწორედ ამ ფსალმუნშია ის სიტყვები, რომელთაც საიდუმლოებში განდობილნი გამუდმებით მიაგალობენ და ამბობენ: „თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა“ (). რადგან ვინც ძედ იქცა და სულიერი ტრაპეზით ტკბება, სამართლიანად მართებს მამის დიდება. რადგან ამბობს: „ძე ადიდებს მამასა და მონაჲ ეშიშვის უფალსა თჳსსა“ (მალაქ 1:6). შენ ძე გახდი, სულიერი ტრაპეზით ტკბები და იმ ხორცითა და სისხლით იკვებები, რომელმაც ხელახლა გშვა; ამიტომ ასეთი დიდი კეთილმოქმედებისთვის სამაგიერო მიუზღე, ადიდე ის, ვინც ასეთი რამ მოგმადლა, და ამ სიტყვების...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის