მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 146:1

1. ადიდეთ უფალი! რადგან კარგია განდიდება ჩვენი უფლისა, რადგან სასურველია, შეშვენის ქება-დიდება.2. ააშენებს იერუსალიმს უფალი, განდევნილებს ისრაელისას შემოკრებს.
ფსალმუნები თავი 146
1. ადიდეთ უფალი! რადგან კარგია განდიდება ჩვენი უფლისა, რადგან სასურველია, შეშვენის ქება-დიდება.
ფსალმუნი 146-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობაჲ“ ().

1. ქების სარგებელი და განბნეულთა შეკრება

ზემოთ, ას ორმოცდამეოთხე ფსალმუნში, ამბობდა: „დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად“ (), და მის დიდებაზე ბევრს მსჯელობდა; აქ კი აჩვენებს, რომ თვით ქებაც კეთილია და ფსალმუნი უთვალავი სიკეთის მიზეზია. რადგან იგი გონებას მიწას აშორებს, სულს ფრთებს ასხამს, ამსუბუქებს და ამაღლებულს ხდის. ამიტომ პავლეც ამბობს: „უგალობდით და აქებდით გულითა თქუენითა უფალსა“ (). „ღმერთსა ჩუენსა ტკბილ ეყავნ მას ქებაჲ“ (). სხვა განმმარტებელი კი ამბობს: „ალილუია, რამეთუ კეთილია გალობა ღვთისადმი“ ()<sup class="footnote" id="fnref-s1-5"...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის