„უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა“ ().
1. ახალი საგალობელი წმიდათა კრებულში
ამაღლებული აზრით კი ახალი საგალობელი ახალი აღთქმის საგალობლად ითქვა. რადგან მაშინ ყველაფერი ახალი გახდა. აღთქმა: როგორც ამბობს, „აღუთქუა სახლსა ისრაჱლისასა და სახლსა იუდაჲსასა აღთქმაჲ ახალი“ (). ქმნილება: როგორც ამბობს, „რაჲ-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული“ (). ადამიანი: როგორც ამბობს, „განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი“ () და „შეიმოსეთ ახალი იგი განახლებული მეცნიერებაჲ მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა“ (). ამრიგად, ახალი ცხოვრების გამო და ყოველივე დანარჩენის გამოც, აღთქმას...