მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 150:5

4. ადიდეთ იგი დაფით და როკვით, ადიდეთ იგი ებანით და სტვირით.5. ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით.6. ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი. ადიდეთ უფალი!
ფსალმუნები თავი 150
5. ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით.
ფსალმუნი 150-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა“ ().

1. ყოველი სულის მადლობითი ქება

სხვა ამბობს: „მის წმიდაში“; კიდევ სხვა: „მის განწმედილში“. აქ ან ხალხზე ამბობს ამას, ან წმიდა ცხოვრებასა და წმიდა კაცებზე. იხილე, როგორ კვლავ მადლობის აღვლენით დაასრულა წიგნი და გვასწავლის, რომ ეს უნდა იყოს დასაწყისიცა და დასასრულიც ჩვენი საქმეებისა და სიტყვებისა. ამიტომ პავლეც ამბობს: „რასაც კი აკეთებთ სიტყვითა და საქმით, ყოველთვის ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას მის მიერ“ ()1. ასევე აქედან იწყება ჩვენი ლოცვის შესავალიც. რადგან „მამაო ჩვენო“-ს თქმა იმათ შეეფერება, ვინც უკვე მიღებული ნიჭებისთვის მადლობს და ამ სახელით ყველა ამ ნიჭზე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის