მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 16:8

7. გვიჩვენე გასაოცარი წყალობა, დაიმედებულთა მხსნელო მტრებისაგან შენი მარჯვენით.8. შემინახვ თვალისჩინივით, შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე.9. ბოროტთაგან, რომელნიც თავს მესხმიან, მტრებისაგან, გარს რომ მერტყმიან სულის ამოსახდელად.
ფსალმუნები თავი 16
8. შემინახვ თვალისჩინივით, შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...ამ, როგორც უკვე ვთქვი, მსმენელთა უძლურებამდე დამდაბლებით, მათ გონებას მათთვის მისაწვდომიდან მაღლა აღიყვანდა. და კვლავ, როდესაც სურს აჩვენოს მისი შეწევნა და ამ შეწევნიდან მომდინარე უსაფრთხოება, იმავე სიტყვებს იყენებს და ასე ამბობს: „საფარველსა ფრთეთა შენთასა, დამიფარო მე“ ().

აქ კი წინასწარმეტყველი ამ ფრთებით მხოლოდ სიმაღლესა და სიმსუბუქეს კი არ გვანიშნებს, არამედ კიდევ სხვა რამ საკრძალავსაც. რადგან აჩვენებს, რომ ხილული, თუნდაც დამდაბლება ყოფილიყო, როგორც მართლაც იყო, ზენა ძალებსაც კი ამ ზომის დატევნა არ შეეძლოთ. რადგან ფეხების, სახეებისა და ზურგების დაფარვა მათ გაოცებას ნიშნავდა: ისინი თრთოდნენ ელვის წინაშე და ვერ იტანდნენ იმ ელვას, რომელიც ტახტიდან გამოკრთებოდა. ამიტომ, თითქოს რაღაც კედლით, ფრთების წინ წამოწევით საკუთარ სახეებს იჩრდილავდნენ; და რასაც ჩვენ ჩვეულებრივ განვიცდით, როცა ქუხილი გრგვინავს ან ელვა იელვებს და მიწისკენ ვიხრებით, სწორედ ამასვე განიცდიდნენ ისინიც. თუ სერაფიმებმა, იმ დიდმა და საკვირველმა...

სრულად ნახვა