მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 17:12

11. ქერუბიმებზე ამხედრდა და გაფრინდა, და გაეშურა ქარის ფრთებით.12. წყვდიადი თავის საფარად აქცია, გარემო მისი - საბურველად, მძიმე ღრუბლები, სიბნელე წყლისა.13. მისი პირის ბრწყინვალებით გაიფანტნენ ღრუბლები, სეტყვა და ნაკვერჩხლები.
ფსალმუნები თავი 17
12. წყვდიადი თავის საფარად აქცია, გარემო მისი - საბურველად, მძიმე ღრუბლები, სიბნელე წყლისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა იგი ამას იტყოდა ოდენ, აჰა ესერა ღრუბელი ნათლისაჲ ჰფარვიდა მათ, და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ“ (17,5).:

...ლსა მას და ღრუბელსა. და ვითარცა კუამლი საჴუმილისაჲ აღვიდოდა ნისლი იგი და ღრუბელი, და ქუხილი იყო და ელვაჲ და ჴმაჲ სასტიკებისაჲ“. ; (19,16,18) და კუალად წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს რისხვისა მისისათჳს, ვითარმედ: „ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა“. ხოლო აქა ვინაჲთგან არა შეშინებაჲ ენება, არამედ სწავლად მოციქულთა და უწყებად ჭეშმარიტებისა, ამისთჳს ღრუბელი ნათლისაჲ ჰფარვიდა. და ძუელსა მას შინა ნისლი იყო და არმური, ხოლო აქა - ნათელი თუალთშეუდგამი და ჴმაჲ სიხარულისაჲ.

პეტრე იტყოდა, ვითარმედ: „ვქმნეთ სამ ტალავარ“, ხოლო ღმერთმან ღრუბელი ნათლისა - ტალავარი ჴელითუქმნელი - მოჰფინა და ძე იგი საყუარელი წამა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ“.

ხოლო ჴმაჲ ესე რაჲ ისმა, რაჲთა არა საგონებელ იქმნას, ნუუკუე სხჳსა ვისმე მათგანისა იყო ჴმაჲ იგი, არამედ ცნან მოწაფეთა, ვითარმედ ქრისტესთჳს არს, ამისთჳს მოწევნასა მას ჴმისასა მოსე და ელია უჩინო იქმნეს, და უფალი ჩუენი იესუ ქრისტე მხოლოჲ იხილვა, და ჴმაჲ იგი ღა-ღადებდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ“. ვინაჲთგან პირველცა გამოუცხადა პეტრეს უხილავად მამამან ძე იგი საყუარელი და თანაარს...

სრულად ნახვა