მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 17:23

22. ვინაიდან მივყვებოდი უფლის გზებს და არ ვცოდავდი ღმერთის წინაშე;23. ვინაიდან ჩემს თვალწინაა ყველა მისი მცნება და მისი კანონებიდან არ გადამიხვევია.24. უცოდველი ვიყავი მის წინაშე და თავს ვიცავდი შეცოდებისგან.
ფსალმუნები თავი 17
23. ვინაიდან ჩემს თვალწინაა ყველა მისი მცნება და მისი კანონებიდან არ გადამიხვევია.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სასუფევლის სასოება და გეენის ხსოვნა:

...არაფერი არის ისე სასარგებლო, როგორც გეენაზე საუბარი; ის ჩვენს სულებს ყოველ ვერცხლზე უფრო ხალასს ხდის. რადგან მოისმინე წინასწარმეტყველისა, რომელიც ამბობს: „რამეთუ ყოველნი სამართალნი მისნი წინაშე ჩემსა არიან და სიმართლენი მისნი არა განვიშორენ ჩემგან.“ (). ქრისტეც განუწყვეტლად საუბრობს მის შესახებ. რადგან თუ მსმენელს ამწუხრებს კიდეც, უდიდეს სარგებელს მაინც აძლევს.

4. გეენის ხსენებით სულის მოწესრიგება

რამეთუ ასეთია ყოველივე, რაც სარგებელს გვაძლევს; და ნუ გაიკვირვებ: წამალიცა და საზრდელიც, თავდაპირველად ავადმყოფს რომ აწუხებს, შემდეგ სარგებელს მოუტანს. ხოლო თუ სიტყვათა სიმძიმეს ვერ ვითმენთ, ცხადია, რომ საქმეთა გზით მოსულ ჭირსაც ვერ ავიტანთ; თუ გეჰენის შესახებ სიტყვებს ვერავინ ითმენს, ცხადია, დევნა რომ მოგვწეოდა, ცეცხლისა და რკინის წინაშე ვერავინ ოდესმე დადგებოდა. ვავარჯიშოთ ჩვენი სმენა, რომ არ განაზდეს; რამეთუ აქედან საქმით გამოცდამდეც მივალთ. თუ საშინელთა...

სრულად ნახვა