მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 2:11

10. ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო!11. ემსახურეთ უფალს შიშით და შეჰღაღადეთ თრთოლვით.12. ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.
ფსალმუნები თავი 2
11. ემსახურეთ უფალს შიშით და შეჰღაღადეთ თრთოლვით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

„ვიხილე უფალი" — ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ი კი თეატრებში მყვირალთა? მაშ, როგორ კადნიერდები, რომ ამ ანგელოზებრივ დიდებისმეტყველებას დემონების თამაშობანი შეურიო?

და როგორ არ გრცხვენია იმ ხმისა, რომელსაც წარმოთქვამ, როცა ამბობ: „ჰმონეთ უფალსა შიშით და გიხაროდეთ მისით ძრწოლით“ ()1? ეს არის შიშით მსახურება: დაიშალო და დაიძაბო, საკუთარი თავიც ვერ იცნო და ვერ გაიგო, რას ამბობ ხმის უწესრიგო გუგუნით? ეს უგულებელყოფის საქმეა, არა შიშისა; ამპარტავნებისა, არა დამდაბლებისა; ეს მოთამაშეთა საქმეა უფრო, ვიდრე დიდებისმეტყველთა. მაშ, რა არის უფლისადმი შიშით მსახურება? ის, რომ ყოველი მცნება სრულად აღასრულო და შიშითა და მორიდებით იმოქმედო; შემუსვრილი გულითა და დამდაბლებული გონებით წარადგინო ვედრებანი. სულიწმინდა წინასწარმეტყველის პირით მოგვიწოდებს, რომ არა მხოლოდ შიშით ვემსახუროთ, არამედ ძრწოლითაც ვიხაროთ....

სრულად ნახვა