...სიტყვებს განუწყვეტლივ. და დავითიც, კაიაფას იმ ავაზაკურ სამსჯავროს რომ აღწერს, ამბობს, რომ სწორედ ამის გამო დაიღუპეთ. რადგან, როცა თქვა: „განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მათი“ (), შემდეგ დაურთო: „მაშინ იტყოდის მათდა მიმართ რისხვითა მისითა და გულისწყრომითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი“ (). ხოლო ესაიამ, როცა თქვა: „ვითარცა ცხოვარი, კლვად მიმართ მიიყვანა“ (), შემდეგ დაურთო: „და მივსცნე უკეთურნი დაფლვისა მისისა წილ და მდიდარნი სიკუდილისა მისისა წილ“ (); და კვლავ სხვაგან, ვენახზე საუბრისას: „ველოდე, რაჲთამცა ყო მშჯავრი, ხოლო ყო უშჯულოება; და არა სიმართლე, არამედ ღაღადება“ (). მაგრამ რომელ ღაღადებას? „ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე!“ ()...
2. ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან.3. დავგლეჯთ მათს სადავეებს და მოვიშორებთ მათს ხუნდებსო.4. მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ.
ფსალმუნები თავი 2