მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 2:9

8. მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამემკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს - სამკვიდრებლად.9. შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ.10. ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო!
ფსალმუნები თავი 2
9. შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 109-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სიონის კვერთხი და მოციქულთა ძალა:

...და რომ იგი ორივეა, მოისმინე წინასწარმეტყველის სიტყვა: „კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან - ამათ ნუგეშინის-მცეს მე“ (). და კვლავ: „ჰმწყსნე იგინი კუერთხითა რკინისათა და ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი შეჰმუსრნე იგინი“ ().

და პავლეც ამბობს: „რაჲ გნებავს?“ (). „კუერთხითა მოვიდე თქუენდა, ანუ სიყუარულითა და სულითა მშჳდობისაჲთა?“ (). ხედავ, როგორ ეკუთვნის იგი სწავლებას? შეხედე, როგორ ეკუთვნის მეფობასაც. რადგან ესაია ამბობს: „და გამოვიდეს კუერთხი ძირისაგან იესესსა და ყუავილი ძირისაგან აღმოჴდეს“ (); დავითიც ამბობს: „საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, კუერთხი განგებისა და კუერთხი სუფევისა შენისა“ (). აქ კვერთხად ძალა უწოდა, რომლითაც მოწაფეები მსოფლიო...

სრულად ნახვა