...ფსალმ 38:7); და „ლომსაც" წერილი ხან სამეფო მნიშვნელობით იღებს: „მიწოლით დაიძინო, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან, ვინმე აღადგინოს იგი?" (), ამბობს; ხან კი მტაცებლობის მნიშვნელობით: „ვითარცა ლომმან მტაცებელმან და მყჳრალმან" (); ასევე ვიქცევით ჩვენც. რადგან საგნები შედგენილი და მრავალგვარია, ბუნებრივია, რომ მრავალი ხატი და მაგალითი გამოიყენება: მაგალითად, როცა მშვენიერის ქება გვინდა, მას ნახატებს ვადარებთ, ხოლო როცა ნახატთა ქება გვინდა, ვამბობთ, რომ იგი ლაპარაკობს და ხმას გამოსცემს; მაგრამ ერთსა და იმავეს არ ვაკეთებთ: იქ იმიტომ, რომ მსგავსებას მიუახლოვდა, აქ კი იმიტომ, რომ მშვენიერებას მიუახლოვდა. ასევეა „ხატის" შემთხვევაშიც: იქ იგი ღვთისმოსაობის ერთგვარ სახეს, ხატს, სწავლებასა და პირველსახეს აღნიშნავს; აქ კი აღნიშნავს უსულოსა და მკვდარს, მხოლოდ გარეგან სახეს, ნიმუშსა და პირმოთნეობას.
მაშასადამე, რწმენა საქმეთა გარეშე მხოლოდ სახეა ძალის გარეშე; და სამართლიანადაც. რადგან როგორც ლამაზი და აყვავებული სხ...