მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 22:5

4. შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.5. გააწყე ტაბლა ჩემს წინაშე ჩემს მტერთა თვალწინ. ზეთი სცხე ჩემს თავს; სავსეა თასი ჩემი პირთამდე.6. ასე, სიკეთე და წყალობა დამდევს კვალდაკვალ მთელი სიცოცხლე და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი.
ფსალმუნები თავი 22
5. გააწყე ტაბლა ჩემს წინაშე ჩემს მტერთა თვალწინ. ზეთი სცხე ჩემს თავს; სავსეა თასი ჩემი პირთამდე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ო ცხორებისათჳს მონაზონთაჲსა და მათისა მის მჴედრობისათჳს:

...ართ, მუნ ვისწავლოთ დაგებაჲ ტაბლისაჲ უოხჭნოჲთა სანოაგითა, რომლისათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „განჰმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაჲ საშურვებელად მაჭირვებელთა ჩემთა; სცხე ზეთი თავსა ჩემსა, და სასუმელმან შენმან დამათრო მე, ვი-თარცა ურწყულმან. წყალობაჲ შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა“.

ესე არს ტაბლაჲ და მთრვალობაჲ სულიერი, სავსე კეთილითა. ესე არს წყალობისა უფლისა ჩუენ ზედა მომყვანებელი და დამამკჳდრებელი ჩუენი სახლსა უფლისასა, რომელ არს ზეცისა იერუსალჱმი და მიუთხრობელნი იგი კეთილნი. მუნ მკჳდრ-ყოფად ღირსმცა ვართ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა