მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 23:1

1. საგალობელი დავითისა. უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მისი მკვიდრნი.2. რადგან ზღვებზე დააფუძნა მან იგი და მდინარეებზე მოაწყო იგი.
ფსალმუნები თავი 23
1. საგალობელი დავითისა. უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მისი მკვიდრნი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 12
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. საერთო სიკეთენი და ჭეშმარიტი სათნოება:

...ანამ ბოროტს არ აკეთებს, ამბობს, ბოროტი არ არის, თუნდაც კეთილს არ იქმოდეს. კეთილი; მაგრამ განა ეს ბოროტი არ არის: მხოლოდ შენ გქონდეს მეუფისეული და მხოლოდ შენ ტკბებოდე საერთო სიკეთეებით? ან განა „უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი“ ()? ამრიგად, თუ ჩვენი ქონება საერთო მეუფისაა, მაშ ჩვენი თანამონებისაც არის; რადგან მეუფის ყოველივე საერთოა. ნუთუ დიდ სახლებშიც არ ვხედავთ, რომ ეს ასეა მოწყობილი?

მაგალითად, ყველას თანაბრად ეძლევა პურის ულუფა, რადგან იგი მეუფისეულ საგანძურთაგან გამოდის; მეუფის სახლი ყველასთვის გახსნილია. სამეფო კუთვნილებაც მთლიანად საერთოა: ქალაქები, მოედნები, სასეირნო ადგილები ყველასთვის საერთოა; ყველანი თანაბრად ვმონაწილეობთ. აბა, იხილე ღვთის განგებულება: ღმერთმა ზოგი რამ საერთო გახადა, რათა თუნდაც ამ საერთო საგნებით შეარცხვინოს კაცთა მოდგმა: ჰაერი, მზე, წყალი, მიწა, ცა, ზღვა, ნათელი, ვარსკვლავები; როგორც ძმებს, ყველაფერს თანაბრად უნაწილებს....

სრულად ნახვა