მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 23:8

7. მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა.8. ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი მტკიცე და ძლიერი, უფალი - ომში ძლევამოსილი.9. მაღლა ასწიეთ კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა.
ფსალმუნები თავი 23
8. ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი მტკიცე და ძლიერი, უფალი - ომში ძლევამოსილი.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 143-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ღმრთის შეწევნა ბრძოლასა და მმართველობაში:

...ამარჯვების მიზეზი ღმერთი იყო; და მაშინაც, როცა დავითმა მრავალი ბრძოლა წარმატებით აღასრულა, ძლევის ნიშნები აღმართა და ზოგი მტრული ქალაქი მთელი მოსახლეობით აიღო, სწორედ ღმერთმა მისცა მას ძლევა. ამიტომაც გალობით ამბობდა: „უფალი ძლიერი ღა მტკიცე, უფალი, ძლიერი ბრძოლასა შინა“ (). და მოსეს დროსაც მრავალი ასეთი რამ აღასრულა.

მაგრამ არის სხვა ბრძოლაც, ამაზე უფრო მძიმე, სადაც განსაკუთრებით გვჭირდება ზეგარდამო შეწევნა, როცა მოწინააღმდეგე ძალების წინააღმდეგ საბრძოლო წყობაში ვდგებით. ხოლო რომ სწორედ მათ წინააღმდეგ გვაქვს ბრძოლა, მოისმინე პავლესგან, რომელიც ამბობს. „რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა“ (); ამიტომაც ეს ბრძოლა უფრო მძიმეა, რადგან რაზმები სხვა, თანაც უხილავი, ბუნებისანი არიან, და რადგან ბრძოლა მცირეთა გამო კი არ არის, არამედ ცხონებისა და წარწყმედის გამო....

სრულად ნახვა