მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 24:8

7. ცოდვანი ჩემი სიჭაბუკისა და ბრალი ჩემი არ გაიხსენო; გამიხსენე შენი გულმოწყალებით, შენი სიკეთით, უფალო.8. კეთილი არის უფალი და მართალი, ამიტომ ცოდვილთ აყენებს გზაზე.9. წაუძღვება თავმდაბალთ სამართალში და თავიანთ გზას ასწავლის მორჩილთ.
ფსალმუნები თავი 24
8. კეთილი არის უფალი და მართალი, ამიტომ ცოდვილთ აყენებს გზაზე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ. რამეთუ შჯული მოსეს მიერ მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ იყო“ (1,16-17).:

...დლისაჲ. ისმინე, რასა იტყჳს დავით: „ყვნეს წყალობანი უფალმან და სამართალნი მისნი ყოველთათჳს დაწუნებულთა. უჩუენნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაჱლისათა - მცნებანი ღმრთისანი“; და კუალად იტყჳს: „ტკბილ და წრფელ არს უფალი; ამისთჳს შჯულიერ-ყვნის ცოდვილნი გზასა“. წყალობისა უკუე და შეწყნარებისა და მადლისა საქმე იყო მოცემაჲ შჯულისაჲ. ამისთჳს იტყჳს: „მადლი მადლისა წილ“, რაჲთამცა გამოაჩინა დიდებულებაჲ იგი უკუანაჲსკნელთა მათ საქმეთაჲ. ამისთჳსცა შესძინებს და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ შჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ იყო“ (1,17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ, ვითარ მცირედ-მცირედ ნათლისმცემელიცა იოვანე და მახარებელიცა უმაღლესისა გულისხმის-ყოფისა მიმართ აღიყვანებენ გონებასა მსმენელთასა, ვინაჲთგან პირველ მდაბალთა მიერ სიტყუათა გონებანი მათნი დააწყნარნეს, რამეთუ მან თავისა თჳსისა უზეშთაესად გამოაჩინა და შეუმსგავსებელად უზეშთაესი იგი და ქადაგა და თქუა, ვითარმედ: „უძლიერესი ჩემსა“, და: „რომელი პირველ ჩემსა იყო“. ხოლო ამან უზეშთაეს მისა ქმნა, ხოლო ღირსებისა მის მხოლოდ-შობილისა უდარეს, რამეთუ არა იოვანეს მიმართ ქმნა შემსგავსებაჲ, არამედ მისა მიმართ, რომელი ჰ...

სრულად ნახვა