მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 26:1

1. დავითისა. უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი - ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა - ვისგან შევძრწუნდე?2. თუ დამესხმიან თავს ბოროტნი ჩემი სხეულის შესასანსლად - მჩაგვრელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი, თვითონვე წაბორძიკდებიან და დაეცემიან.
ფსალმუნები თავი 26
1. დავითისა. უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი - ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა - ვისგან შევძრწუნდე?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ა̂. მადლობაჲ შეწევნისათჳს ღმრთისა, რომლისათჳს იტყჳს მოსავ ყოფად, რაჲთა მისსა მიმართ დავდვათ სასოებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ (1,3).:

...ებად აქუს წმიდათა, რაჲთა ჟამსა მას მათ ზედა ქმნილისა ქველის-მოქმედებისაებრ სახელ-სდებდენ ღმერთსა, ვითარ-იგი დავით ჟამსა მბრძოლთა ძლევისასა თქუა: "შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო" (), და რაჟამს გონებისა დამაბნელებელთა არმურთაგან იჴსნა, მაშინ თქუა: "უფალი ნათელ ჩემდა" (); ეგრეთვე — აწ მოციქული, გამოიჴსნა რაჲ განსაცდელთაგან, არარაჲსა სხჳსათჳს, არამედ რაჲთა უმეტეს განამრავლოს ქადაგებაჲ ქრისტესი. ხოლო იგი სიმდაბლითა გონებისაჲთა ამას მიზეზსა დაიდუმებს, და წყალობათა ოდენ ღმრთისათა მიაჩემებს მიზეზსა ჴსნისა თჳსისასა, ვითარმედ: არათუ ღირს რაჲმე ვიყავ და ამისთჳს ვიჴსენ, არამედ თჳნიერ ყოვლისა მიზეზისა, მოწყალებათა მისთათჳს მიჴსნა და ნუგეშინის-მცა.

მოციქულისაჲ: რომელი ნუგეშინის-მცემს ჩუენ ყოველთა შინა ჭირთა ჩუენთა (1,4).

თარგმანი: ვინაჲთგან პირველსა მას ებისტოლესა შინა აღეთქუა კორინთელთადა მისლვაჲ მათდა, ამისთჳს აწ მადლობისაგან ღმრთისა აუწყებს მათ მიზეზსა დაყოვნებისასა, ვითარმედ ჭირთა შინა იყო და აწღა გამოიჴსნა. ხოლო არა იტყჳს სრულიად გამოჴსნასა, რამეთუ უწყის სარგებელი ჭირთა შემთხუევისაჲ, და მარადის განმზადებულ არს თავს-დებად მათდა, არამედ ამისთჳს ოდენ ჰმადლობს, ვითარ ყოველსავე თანა განმრავლებასა ჭი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...(მათ. 5,5) რამეთუ სისხლნი იგი, რომლითა ქუეყანაჲ შეგუებღალა ჩუენ, აღიხუნა და თჳსი პატიოსანი სისხლი გარდამოადინა მას ზედა, რაჲთა ეკალთა წილ აღმოაცენოს მას შინა ცხორებაჲ და მშჳდობაჲ და ყოველნივე კეთილნი, რომლისათჳსცა წინაჲსწარმეტყუელი იტყოდა: „მრწმენა მე ხილვად კეთილი უფლისაჲ ქუეყანასა მას ცხოელთასა“.

და სხჳსაცა პირისათჳს დაიდგა გჳრგჳნი იგი ეკლისაჲ უფალმან ჩუენმან, რაჲთა ზრუნვანი ცხორებისა ამის ჩუენისანი განაქარვნეს. რამეთუ მიყარნა მტერმან მან მზაკუვარმან ზრუნვანი ჩუენნი მის ზედა; და არა უწყოდა, ვითარმედ იტჳრთნეს რაჲ იგინი უფალმან, ყოველთავე უზრუნველჰყოფს მანქანებათაგან მისთა, რაჲთა თესლი იგი სიტყჳსაჲ თავისუფალ იქმნას ეკალთაგან, ხოლო ჩუენ შეშთობისა მისგან ზრუნვათაჲსა აზნაურებაჲ მოვიგოთ. რამეთუ თავადსა ჩუენთჳს ელმოდა და ჩუენთჳს იურვოდა, რაჲთა ჩუენ არღარა გუელმოდის, არცა ვიურვოდით უღონოებისაგან.

ხოლო ლერწამი იგი ამისთჳს მოიღო მათგან უფალმან, რაჲთა მით მოაკუდინოს გუელი იგი მზაკუვარი, რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ: ლერწამი მაკუდინებელ არს გუელთა. ვინაჲთგან უკუე უფალი საბაოთ, ვი-თარცა ესაია იტყჳს, სდევნიდა გუელსა მას ვეშაპსა დიდსა, ეშმაკსა მას მზაკუვარსა, ამისთჳს ლერწამი იგი მიიღო...

სრულად ნახვა