მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 26:13

12. ნუ გადამცემ ჩემი მტრების სურვილისამებრ, რადგან აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ ცრუ მოწმენი და ბოროტებით სუნთქავენ,13. რომ არ მერწმუნა ხილვა უფლის სიკეთისა ცოცხალთა ქვეყანაში.14. მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული და გქონდეს უფლის იმედი.
ფსალმუნები თავი 26
13. რომ არ მერწმუნა ხილვა უფლის სიკეთისა ცოცხალთა ქვეყანაში.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...(მათ. 5,5) რამეთუ სისხლნი იგი, რომლითა ქუეყანაჲ შეგუებღალა ჩუენ, აღიხუნა და თჳსი პატიოსანი სისხლი გარდამოადინა მას ზედა, რაჲთა ეკალთა წილ აღმოაცენოს მას შინა ცხორებაჲ და მშჳდობაჲ და ყოველნივე კეთილნი, რომლისათჳსცა წინაჲსწარმეტყუელი იტყოდა: „მრწმენა მე ხილვად კეთილი უფლისაჲ ქუეყანასა მას ცხოელთასა“.

და სხჳსაცა პირისათჳს დაიდგა გჳრგჳნი იგი ეკლისაჲ უფალმან ჩუენმან, რაჲთა ზრუნვანი ცხორებისა ამის ჩუენისანი განაქარვნეს. რამეთუ მიყარნა მტერმან მან მზაკუვარმან ზრუნვანი ჩუენნი მის ზედა; და არა უწყოდა, ვითარმედ იტჳრთნეს რაჲ იგინი უფალმან, ყოველთავე უზრუნველჰყოფს მანქანებათაგან მისთა, რაჲთა თესლი იგი სიტყჳსაჲ თავისუფალ იქმნას ეკალთაგან, ხოლო ჩუენ შეშთობისა მისგან ზრუნვათაჲსა აზნაურებაჲ მოვიგოთ. რამეთუ თავადსა ჩუენთჳს ელმოდა და ჩუენთჳს იურვოდა, რაჲთა ჩუენ არღარა გუელმოდის, არცა ვიურვოდით უღონოებისაგან.

ხოლო ლერწამი იგი ამისთჳს მოიღო მათგან უფალმან, რაჲთა მით მოაკუდინოს გუელი იგი მზაკუვარი, რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ: ლერწამი მაკუდინებელ არს გუელთა. ვინაჲთგან უკუე უფალი საბაოთ, ვი-თარცა ესაია იტყჳს, სდევნიდა გუელსა მას ვეშაპსა დიდსა, ეშმაკსა მას მზაკუვარსა, ამისთჳს ლერწამი იგი მიიღო...

სრულად ნახვა