მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 29:6

5. რადგან წამიერია რისხვა მისი, ხოლო სიცოცხლე - მისი სურვილით; ღამით გლოვა დაისადგურებს, ხოლო ცისკრის ჟამს - მხიარულება.6. და მე ვთქვი ჩემი ნეტარების ჟამს: არ დავეცემი უკუნისამდე.7. შენი სურვილით, უფალო, გადაარჩინე ჩემი მთა; დაფარე შენი სახე და - შევძრწუნდი.
ფსალმუნები თავი 29
6. და მე ვთქვი ჩემი ნეტარების ჟამს: არ დავეცემი უკუნისამდე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 140-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...დე და ვიტყოდე“** (). და კვლავ: „შენი არს დღე და შენი არს ღამე“ (). და კვლავ ეს: „მწუხრსა განისუენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან“ (); და ბევრი ისეთი ფსალმუნის პოვნა შეიძლება, რომელიც საღამოს ჟამისთვის შესაფერისია. ამიტომ მამებმა ეს ფსალმუნი ამის გამო კი არ დააწესეს, არამედ მაცხოვნებელ წამლად და ცოდვათა განსაწმენდელად დაადგინეს მისი თქმა, რათა რაც მთელი დღის განმავლობაში შემოგვეკრობა — ბაზარში, სახლში თუ სადაც უნდა ვიმყოფებოდეთ — საღამოს, ამ სულიერი საგალობლით, მოვიშოროთ. რადგან იგი ყოველივე ამის გამანადგურებელი წამალია. ასეთია დილის ფსალმუნიც; არაფერი გვიშლის ხელს, მოკლედ ისიც მოვიხსენიოთ. რადგან იგი ღმრთისადმი ლტოლვას აღანთებს, სულს გამოაფხიზლებს, ძლიერად აალებს, მრავალი სიკეთითა და სიყვარულით აღავსებს და ასე აძლევს სულს ღმერთთან მიახლების ნებას.

ვნახოთ, საიდან იწყება...

სრულად ნახვა