მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 32:6

5. უყვარს სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობით სავსეა ქვეყანა.6. უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით - მთელი მისი საკრებულო.7. შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყლები ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები.
ფსალმუნები თავი 32
6. უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით - მთელი მისი საკრებულო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 113-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის კურთხევა და ცოცხალთა ქება:

...აძლევს სარგებლობას: „რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა“ ().

ხედავ, რამდენად დიდია კურთხევის ძალა? რადგან მისი სიტყვები საქმეებად იქცევა. ცაც ხომ მისმა სიტყვამ შექმნა. რადგან ამბობს: „სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს“ (). სწორედ იმ სიტყვით გაკურთხებს, რომელსაც ამდენი ძალუძს. „ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანა მოსცა ძეთა კაცთასა.“ (). რას ამბობ? ნუთუ ზეცა თავის სამყოფლად ამოირჩია და, ზემო სამყოფელნი რომ მიიღო, ჩვენ აქაურობა გამოგვიყო? ნუ იყოფინ! ეს ასე არ არის, არამედ მისადაგების გამოთქმაა. თუ ეს ასეა, მაშინ როგორ დგას მეორე, ღვთის მიერ ნათქვამი სიტყვა: „ნუ არა ცასა და ქუეყანასა მე აღვავსებ? - იტყჳს უფალი“ (). რადგან ის ამას ეწინააღმდეგება, თუ სიტყვას ზედაპირული წარმოთქმის მიხედვით მივიღებთ და მათში დაფარულ ჭვრეტას არ დავუკვირდებით. მაშ, რას ნიშნავს ის, რასაც ამბობს: **„ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანა მოსცა ძეთა...

სრულად ნახვა