მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 34:19

18. მადლობას გეტყვი დიდ კრებულში, მირიად ხალხში შეგასხამ ხოტბას.19. არ გაიხარონ ჩემზე მტრებმა ტყუილუბრალოდ, ჩემი მოძულენი უმიზეზოდ თვალით ანიშნებენ ერთიმეორეს.20. რადგან მშვიდობაზე არ ლაპარაკობენ და ქვეყნიერების მორჩილთა მიმართ მზაკვრობას ფიქრობენ.
ფსალმუნები თავი 34
19. არ გაიხარონ ჩემზე მტრებმა ტყუილუბრალოდ, ჩემი მოძულენი უმიზეზოდ თვალით ანიშნებენ ერთიმეორეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესე არს საშჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი“ (3,19).:

...ბად ცოდვათა, აქუნდამცა სიტყუაჲ, თუ: ამისთჳს ურწმუნო ვიქმნენით; ხოლო ვინაჲთგან მოვედ გამოყვანებად ბნელისაგან და მოყვანებად ნათლად, ვინღა შეიწყალოს იგი, რომელსა არა ენებოს ბნელისაგან ნათლად მოსლვაჲ? ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „მომიძულეს მე ცუდად“; ; ; (37,20) და ვითარმედ: „უკუეთუმცა არა მოსრულ ვიყავ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა“. რამეთუ რომელსა არა აქუნდეს ნათელი და ამისთჳს ჯდეს ბნელსა შინა, წყალობისა ღირს არს, ხოლო რომელი შემდგომად მოსლვასა ნათლისასა ბნელსა შინა დაადგრეს, არღარა ღირს არს წყალობისა.

ხოლო თქუა მიზეზიცა, რომლისათჳს უყუარს კაცთა ბნელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ. ყოველი რომელი ბოროტსა იქმნ, სძულნ ნათელი და არა მოვიდის ნათელსა, რაჲ-თა არა ემხილნენ საქმენი მისნი“ (3,19-20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ უკუეთუმცა სამშჯავროჲ დაედვა და შჯიდა, ჰქონდამცა მათ სიტყუაჲ, რომელ არა მოვიდოდეს მისა, რამეთუ ეშინოდა; ხოლო ვინაჲთგან შენდობად მოვიდა, რად არა მოვიდეს მისა და მიიღეს შენდობაჲ, ვითარცა მრავალთა მეზუერეთა და ცოდვილთა ქმნეს?

არამედ რომელთა-იგი აღირჩიეს უკუე ბნელსა შინა ყოფაჲ და ცოდვას...

სრულად ნახვა