მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 35:9

8. დაპურდებიან შენი სახლის ცხიმით და შენთა სიტკბოთა ხევიდან შეასვამ მათ.9. რადგან შენთან არის წყარო სიცოცხლისა. შენი შუქით ვხედავთ სინათლეს.10. მოჰფინე წყალობა შენი შენს მაღიარებლებს და სიმართლე შენი - გულწრფელებს.
ფსალმუნები თავი 35
9. რადგან შენთან არის წყარო სიცოცხლისა. შენი შუქით ვხედავთ სინათლეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ქამის ცოდვა და ძმათა კრძალულება (9:22-23):

...მთვრალის სახელწოდება, საყვარელო, წმინდა წერილში ყოველთვის მთვრალობას არ ნიშნავს, არამედ გაძღომასაც. ამიტომ ამ მართალზეც შეიძლება ითქვას, რომ არა თავშეუკავებლობის გამო ჩავარდა სიმთვრალეში, არამედ გაძღომისგან. ასე, დავითი ამბობს: «დაითვრნენ იგინი სიპოხითა სახლისა შენისათა და ღუარი საშუებელისა შენისა ასუა მათ» (), ანუ გაძღდებიან. სიმთვრალეს მიცემულნი კი არასოდეს გრძნობენ სიმაძღრეს, არამედ რაც მეტ ღვინოს ისხამენ თავში, მით უფრო იწვიან წყურვილით, ისე, რომ ხმარება მათ წყურვილის გაზრდას ემსახურება და, თუმცა სიამოვნების განცდა მათში უკვე ქრება, დაუოკებელი წყურვილი სიმთვრალის ტყვეებს სიმთვრალის უფსკრულში გდებს. «და დაასხა», ამბობს წერილი, «ვენაჴი. და სუა ღჳნისაგან და დაითრო და განშიშულდა სახლსა შინა თჳსსა». შენიშნე, ეს არა სადმე გარეთ შეემთხვა, არამედ თავის სახლში. წმინდა წერილმა სწორედ იმიტომ აღნიშნა, რომ «სახლსა შინა თჳსსა», რათა შემდგომიდან შეცნო, ვის მიერ სიშიშვლე გახდა აშკარა, რამდენად უკეთური იყო ის. «და იხილა ქამ, მამამან ქანანისამან, სიშიშულე მამისა თჳსისა და გამოსრულმან მიუთხრა ძმათა თჳსთა გარე» (). თუ კიდევ სხვა (ადამიანები) ყოფილიყვნენ, ის, ალბათ, მათაც გაუმხელდა მამის ს...

სრულად ნახვა