...ნებებს აქ მოსვლას, მოისმენს იმავე ნეტარი (დავითის) სიტყვებს: «მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს, და მახლობელნი ჩემნი შორს განდგეს ჩემგან; და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს ძჳრსა ჩემსა, იტყოდეს ამაოებასა და ზაკვასა მარადღე ზრახვიდეს» (). ხედავ, დავითის მტრები თავიანთ მზაკვრობას სიკვდილამდე განავრცობდნენ და დაუსრულებელი ომი გამოუცხადეს — სიტყვები: «მარადღე» იგივეა, რაც მთელი ცხოვრება. რას აკეთებდა დავითი, როცა ისინი ასეთ მზაკვრობას აგებდნენ მის წინააღმდეგ? «ხოლო მე», ამბობს, «ხოლო მე ვითარცა ყრუსა, არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რა არა აღაღის პირი თჳსი; და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არს პირსა მისსა სიტყუაჲ» (). ხედავ სიბრძნისმოყვარეობის დიდ ძალას, როგორ ამარცხებდა (მტრებს) საწინააღმდეგო საშუალებებით? მტრები მზაკვრობდნენ, ხოლო ის სმენასაც კი იხშობდა, რათა საერთოდ არ მოესმინა; ისინი წუთითაც არ წყვეტდნენ ენის ლესვას, ტყუილისა და მლიქვნელობის ლაპარაკს, ხოლო ის დუმილით აწყნარებდა მათ მძვინვარებას. რატომ იქცეოდა ასე? რატომ, როცა მტრები ასე მზაკვრობდნენ მის წინააღმდეგ, ის ისე მოქმედ...
ფსალმუნები 37:12
11. ჩემი მოყვარულნი და მეგობარნი განერიდნენ ჩემს წყლულებს, და ჩემი ახლობლები შორს გამიდგნენ.12. მახე დამიგეს ჩემი სულის მაძიებლებმა, ჩემი სიავის მსურველები ბჭობენ სიცრუეს, და მთელ დღეს მზაკვრობაზე ფიქრობენ.13. მე კი ვერ ვისმენ, ვითარცა ყრუ და ვითარცა მუნჯი, პირს რომ ვერ აღებს.
ფსალმუნები თავი 37