...ტყვები: «მარადღე» იგივეა, რაც მთელი ცხოვრება. რას აკეთებდა დავითი, როცა ისინი ასეთ მზაკვრობას აგებდნენ მის წინააღმდეგ? «ხოლო მე», ამბობს, «ხოლო მე ვითარცა ყრუსა, არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რა არა აღაღის პირი თჳსი; და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არს პირსა მისსა სიტყუაჲ» (). ხედავ სიბრძნისმოყვარეობის დიდ ძალას, როგორ ამარცხებდა (მტრებს) საწინააღმდეგო საშუალებებით? მტრები მზაკვრობდნენ, ხოლო ის სმენასაც კი იხშობდა, რათა საერთოდ არ მოესმინა; ისინი წუთითაც არ წყვეტდნენ ენის ლესვას, ტყუილისა და მლიქვნელობის ლაპარაკს, ხოლო ის დუმილით აწყნარებდა მათ მძვინვარებას. რატომ იქცეოდა ასე? რატომ, როცა მტრები ასე მზაკვრობდნენ მის წინააღმდეგ, ის ისე მოქმედებდა, თითქოს ყრუ და უენო ყოფილიყო, არც სმენა ჰქონოდა, არც ენა? მოისმინე, რა მიზეზს წარმოაჩენს თავად ასეთი სიბრძნისმოყვარეობისა: «არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო» (). რადგან მე, ამბობს, შენზე დავამყარე მთელი ჩემი იმედი, სრულიადაც არ ვზრუნავ იმაზე, რასაც ეს (მტრები) აკეთებენ. შენს ძალას შეუძლია ყოველივე გაფანტოს, მათი მზაკვრობა და ვერაგობა განაქარვოს და არ დაუშვას მათი ჩანაფიქ...
ფსალმუნები 37:14
13. მე კი ვერ ვისმენ, ვითარცა ყრუ და ვითარცა მუნჯი, პირს რომ ვერ აღებს.14. და დავემგვანე კაცს, რომელსაც არ ესმის და რომლის ბაგეებსაც არ გააჩნია პასუხი.15. რადგან შენ გელოდები, უფალო, შენ უპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო.
ფსალმუნები თავი 37