მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 37:5

4. რადგან ცოდვანი ჩემნი გასცილდნენ ჩემს თავს, მძიმე ტვირთივით დამძიმდნენ ჩემგან.5. აყროლდნენ, დალპნენ ჩემი წყლულები ჩემი უგუნურობის გამო.6. წელში მოვიხარე, ერთობ დავმდაბლდი, მთელ დღეს ნაღვლიანი დავიარები.
ფსალმუნები თავი 37
5. აყროლდნენ, დალპნენ ჩემი წყლულები ჩემი უგუნურობის გამო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 140-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...რადგან ასეთია სიმართლე; ცოდვა კი მყრალია. ამიტომ, ცოდვის სიმყრალის გამოსაჩენად, იგივე დავითი ამბობდა: „რამეთუ უსჯულოებანი ჩემნი აღემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტჳრთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა. შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი“ (). როგორც საკმეველი თავისთავადაც კეთილი და კეთილსურნელოვანია, მაგრამ თავის სურნელს განსაკუთრებით მაშინ აჩვენებს, როცა ცეცხლს შეეხება, ასევე ლოცვაც თავისთავად კეთილია; მაგრამ იგი უფრო მშვენიერი და უფრო კეთილსურნელოვანი ხდება, როცა მხურვალე და მდუღარე სულით აღევლინება, როცა სული საცეცხლურად იქცევა და ძლიერ ცეცხლს დაანთებს. რადგან არც საკმეველს ადებდნენ, თუ საცეცხლე წინასწარ არ აინთებოდა, ან ნახშირი კარგად არ გაღვივდებოდა. ასევე მოიქეცი შენს გონებაშიც: ჯერ იგი გულმოდგინებით აანთე და მხოლოდ მაშინ დადე მასზე ლოცვა. ამრიგად, იგი ლოცულობს, რომ მისი ლოცვა საკმეველივით გახდეს, ხოლო ხელთა აღპყრობა — სამწუხრო მსხვერპლივით.

რადგან ორივე სათნო-საყოფელია....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლჱ ვითარმედ უღელი სიმართლისაჲ სუბუქ არს და მცირე, ხოლო ცოდვისაჲ - მძიმე და ბოროტ:

... რაჲთა სცნათ, ვითარ არს ცოდვაჲ მძიმჱ და საწყინო, და უღელი სათნოებისაჲ - ტკბილ და სუბუქ. ეგრეთვე წინაჲსწარმეტყუელი წარმოიტყჳს სიმძიმესა მას ცოდვისასა და ღაღადებს: „რამეთუ უსჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა, ვითარცა ტჳრთი მძიმე, დამიმძიმდა ჩემ ზედა“. და კუალად ზაქარია გამოსახავს მას და შანთად ბრპენისა სახელ-სდებს. რამეთუ არარაჲ ესრეთ დაამძიმებს სულსა და ქუე დაჰქენჯნის, ვითარ მხილებაჲ ცოდვისაჲ, და არარაჲ ესრეთ აღასუბუქებს და ფრთოან-ჰყოფს, ვი-თარ მოგებაჲ სიმართლისა და სათნოებისაჲ. და ესრეთ გულისჴმა-ყავ, არა მძიმედ ჩანსა სიგლახაკჱ და უპოვრებაჲ, და მიპყრობაჲ ღაწუთაჲ ყურიმლისა ცემად, და პაჰრაკობაჲ და სხუაჲ იგი სათნოებისა წესი, და მერმეღა სიკუდილისაცა ძჳრ-ძჳრისა თავს-დებაჲ? არამედ უკუეთუ სიბრძნჱ გონიერი შევიმოსოთ და თუალნი სულისანი აღვიხილნეთ გულისჴმის-ყოფად, ესე ყოველივე შევჰრაცხოთ ადვილ და საწადელ. და უკუეთუ გნებავს, თი-თოეული გამოვიძიოთ.

ვიხილოთ უპოვრებაჲ, ძნელი იგი და საჭიროჲ, რომელი უმეტესად სა-ჭირო არს: აღპყრობაჲ თუალთაჲ უფლისა მიმართ და მისგან სასოებაჲ საზრდელისაჲ, რომელმან-იგი არავინ მოსავთა მისთაგანი დაუტევის სიყმილითა მო...

სრულად ნახვა