📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მას ჟამსა შინა იტყოდა იესუ და თქუა: აგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე“ (11,25-26).
იხილეღა, რავდენი სახე წინაუყო ერსა მას, რაჲთამცა მოიყვანნა იგინი სარწმუნოებად: პირველად, ქებაჲ იგი იოვანესი, რამეთუ გამოაჩინა რაჲ იგი ესრეთ დიდად და საკჳრველად კაცად, დაამტკიცა, ვითარმედ ყოველივე მის მიერ თქუმული სარწმუნო არს. ხოლო მის მიერ თქუმული ყოველი მეცნიერებასა ქრისტესსა მოასწავებდა; მეორედ, რომელ თქუა, ვითარმედ: „სასუფეველი ცათაჲ იძულების, და რომელნი იიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი“,1 რამეთუ სიტყუაჲ ესე განმაღჳძებელ გონებათა მათთა იყო; მესამედ, რომელ გამოაჩინა, ვითარმედ წინაწარმეტყუელებანი აღსრულებულ არიან, რამეთუ ამისგან ჩნდა, ვითარმედ მოვიდა ქრისტე; მეოთხედ, რომელ უჩუენა იგავითა მით ყრმათაჲთა, ვითარმედ ყოველივე, რავდენიცა ჯერიყო ქმნად, მათდა სარგებელად აღასრულა; მეხუთედ, რომელ-იგი აყუედრა ურწმუნოთა მათ ქალაქთა და ყოველთა, რომელთა არა შეიწყნარეს იგი, და უჩუენა, თუ რომლისა საშჯელისა თანამდებ არიან; მეექუსედ, რომელ წარმოთქუა მადლობაჲ ესე მათთჳს, რომელთა ჰრწმენა მისი; რამეთუ სიტყუაჲ ესე - „აგიარებ შენ“ - ამას ადგილსა ესრეთ მოასწავებს, ვითარმედ: გმადლობ შენ.
„გმადლობ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა“.
რაჲ არს სიტყუაჲ ესე? წარწყმედისა და არასწავლისა მათისათჳს მოხარულ არსა? ნუ იყოფინ! არა მოხარულ არს ამისთჳს, არამედ ესე გზაჲ არს ჭეშმარიტისა ცხორებისაჲ, რაჲთა რომელთა განაგდეს და არა შეიწყნარნეს საიდუმლონი იგი ცხორებისანი, არა მოიყვანნეს იძულებით, არამედ ვინაჲთგან წოდებაჲ იგი არა ისმინეს, განვრდომითა მით ქორწილისაგან მოვიდენ სურვილად. აწ უკუე არა მათისა მის უმეცრებისათჳს მოხარულ არს, - ნუ იყოფინ! - არამედ მეცნიერებისათჳს შემწყნარებელთა მისთაჲ-
1 მათ. 11,12.
სა. რამეთუ რომელ ამათ გამოეცხადა საიდუმლოჲ ღმრთისაჲ, ღირს არს სიხარულისა; ხოლო რომელ-იგი მათ დაეფარა, არღარა სიხარულისა ღირს არს, არამედ ცრემლისა. და ეგრეთცა ქმნა. აღმოიკითხე, რაჲ-იგი წერილ არს სახარებასა ლუკაჲსსა: „და ვითარცა მიეახლა, იხილა ქალაქი იგი და ტიროდა მას ზედა“.1 და აწ უკუე არა ამისთჳს მხიარულ იქმნა, რომელ მათ არა ცნეს, არამედ - რომელ რაჲ-იგი არა ინებეს ცნობად ბრძენთა, გულის-ჴმა-ყვეს წმიდათა მოციქულთა და მათ მიერ სწავლულთა მორწმუნეთა.
იტყჳს პავლეცა, ვითარმედ: „მადლი ღმერთსა, რამეთუ იყვენით მონა ცოდვისა, და მორჩილ იქმნენით გულითა, რომელსაცა-იგი მიეცენით სახედ მოძღურებისა“.2 არა თუ ამისთჳს შეწირა მადლობაჲ პავლე, რომელ მონა ცოდვისა იყვნეს იგინი, არამედ ამისთჳს, რომელ ესევითარნიღა იყვნეს და ესევითართა კეთილთა ღირს იქმნეს. ეგრეთვე უფალი ჰმადლობს მამასა ამისთჳს, რამეთუ რომელ-იგი ბრძენთა არა ინებეს სწავლად, ისწავეს უსწავლელთა, რომელთაცა ჩჩჳლად სახელ-სდვა. ხოლო ბრძნად და მეცნიერად ამას ადგილსა მწიგნობართა მათ იტყჳს და ფარისეველთა, შჯულისმეცნიერთა მათ და სწავლულთა მღდელთა; არა თუ ჭეშმარიტისა სიბრძნისა მეცნიერად იტყჳს, არამედ კაცობრივისა ამის, რომელსა იგინი ჰგონებდეს თავთა თჳსთა ყოფად. ამისთჳსცა არა თქუა, თუ: გამოუცხადე სულელთა, არამედ - ჩჩჳლთა; ესე იგი არს, უმანკოთა, წრფელთა გულითა, განშორებულთა უკეთურებისაგან, რამეთუ ამას მოასწავებს სახელი ჩჩჳლთაჲ.
ხოლო ქადაგებაჲ ესე დიდებული და გამოცხადებაჲ საიდუმლოთაჲ ვინაჲთგან თავადმან ქმნა, მან მოუწოდა მოციქულთა, მან ასწავა; და კუალად უგუნურთა მათ ბრძენთა, რომელნი ბრძენ იყვნეს ძჳრისსაქმედ, ხოლო კე-თილისსაქმე ვერ გულისჴმა-ყვეს, იგი არა შეიწყნარეს, მისი არა ისმინეს. ვითარ ამის ჯერისათჳს მამისა შესწირავს მადლობასა? არამედ ვითარცაიგი სხუასა ადგილსა აღიხილნა თუალნი ზეცად, მი-რაჲ-ვიდოდა ვნებად, და შეწირა მადლობაჲ და ლოცვაჲ მამისა, რაჲთა გამოაცხადოს, რაოდენი სიყუარული აქუს მონათა თჳსთა მომართ, ეგრეთვე აქა იქმს, რამეთუ დიდისა სიყუარულისა სასწაული არს ესე.
გამოაჩინა უკუე ესეცა, ვითარმედ შეურაცხისმყოფელნი მისნი არა მისგან ხოლო, არამედ მამისაგანცა განვრდომილ არიან, და კუალად მორწმუნეთა მათ მისთა მეცნიერებასა ზედა ორთაჲვე აღესრულა ნებაჲ; ამისთჳს ძე მხიარულ არს და მამაჲ ეგრეთვე. რამეთუ არა თქუა, თუ: თხოაჲ ისმინე და ამისთჳს გამოუცხადე, არამედ: „ესრეთ სათნო-იყოო შენ წინაშე“; ესრეთ ინებე, ესრეთ სათნო-იჩინე.
ხოლო რაჲსათჳს დაეფარა ბრძენად საგონებელთა მათგან უგუნურ-თა? ისმინე პავლესი, რასა იტყჳს, ვითარმედ: „თჳსსა მას ნებასა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს“.3
1 ლუკ. 19,41. 2 რომ. 6,17. 3 რომ. 10,3.
ხოლო ლუკა ეგრეთ იტყჳს, ვითარმედ: ოდეს მიიქცეს სამეოცდაათნი იგი და უთხრეს დამორჩილებისა მისთჳს ეშმაკთაჲსა, მას ჟამსა იხარებდა იესუ სულითა წმიდითა და თქუა ზემოწერილი ესე მადლობაჲ, რაჲთა უმეტესი ასწაოს მათ მოსწრაფებაჲ და სიმდაბლე, რაჲთა არა აღზუავნენ განსხმისა მისთჳს ეშმაკთაჲსა. ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ესე საქმე არა თუ თქუენისა მოსწრაფებისაჲ არს, არამედ მადლი არს ზეგარდამოჲ, მოცემული თქუენდა სარწმუნოებისა და უმანკოებისა თქუენისათჳს, რამეთუ ჩჩჳლთა მსგავსად განშორებულ იქმნენით ყოვლისა ბოროტისაგან და გონებითა მარტივითა შეიწყნარეთ საიდუმლოჲ ღმრთისაჲ. ხოლო მწიგნობართა და ფარისეველთა, რომელნი ჰგონებდეს თავთა თჳსთა ბრძენ და მეცნიერ, ანპარტავანებისა თჳსისათჳს არა შეიწყნარეს საიდუმლოჲ მადლისა ღმრთისაჲ. ვინაჲთგან უკუე მათ ანპარტავანებისაგან დაეფარა, დაადგერით თქუენ სიმდაბლესა ზედა, რაჲთა არაოდეს დაგეფაროს გამოცხადებაჲ ესე მადლისაჲ, რამეთუ დაფარვაჲცა და გამოცხადებაჲ კაცთა მიერ არს. უკუეთუ ვინ მისცეს მიზეზი დაფარვისაჲ ანპარტავანებითა თჳსითა და უკეთურებითა, მას დაეფარვის, და უკუეთუ ვინ მისცეს მიზეზი გამოცხადებისაჲ სიკეთითა თჳსითა და სიმდაბლითა, გამოეცხადების.
ხოლო ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა“, რაჲთა არავინ ჰგონებდეს, ვითარმედ მას ვერ ძალ-ედვა ამის საქმისა წარმართებაჲ და ამისთჳს ჰმადლობს მამასა, რომელმან ესრეთ სათნო-იჩინა გულისჴმის-ყოფად ყოველთავე, ვითარმედ განუყოფელ არს ძალი მისი მამისაგან და ყოვლისავე ჴელმწიფებაჲ აქუს, ამისთჳს შესძინა მეყსეულად და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ; და არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან; და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების, გამოუცხადოს“ (11,27).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს გესმას, ვითარმედ: „ყოველივე მომეცა მე მამისა მიერ“, ნურარას კაცობრივსა მოიგონებ; რამეთუ რაჲთა არა ორნი ღმერთნი უშობელნი მოიგონნე, ამისთჳს თქუა სიტყუაჲ ესე. ხოლო ესე საცნაურ არს, ვითარმედ იშვა მამისაგან პირველ საუკუნეთა და მიერითგანვე ყოველთა მეუფე იყო. არასადა ყოფილ არს ჟამი, ოდეს იგი არა იყო; არცა რაჲ სადა პოვნილ არს, რომლისაჲ არა აქუნდა მას ჴელმწიფებაჲ, დაბადებულთაგანი. უწინარეს საუკუნეთა შობილ იყო მამისაგან და უწინარეს საუკუნეთა ყოველთა ჴელმწიფე და მეუფე იყო და არს და იყოს.
ესე ყოვლით კერძო საცნაურ არს, და უმეტესად ესერა გამოაცხადებს სიტყჳთა თჳსითა და იტყჳს უფალი: „არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან“.
ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ“, მეყსეულად ესე დაურთო, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: რაჲ საკ-ჳრველი არს, უკუეთუ ყოველთა მეუფე ვარ; სხუაჲცა ამისა უმეტესი ისმინეთ: ესრეთ მისისა მის არსებისა და ბუნებისაჲ ვარ, რომელ მე მხოლომან ვიცი იგი, ვითარცა ჯერ-არს, სულით წმიდითურთ, და სხუამან არავინ, რამეთუ „არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემანო“. ხოლო სული წმიდაჲ განუშორებელ არს მათგან. ამისთჳსცა, ოდესღა ამას იტყოდა, მხიარულ იყო სულითა წმიდითა.
ხოლო იხილე, ოდეს თქუა სიტყუაჲ ესე: ოდეს საქმით ცნეს ძალი მისი მოციქულთა; არა თუ მის მიერ ქმნილთა ხოლო სასწაულთაგან, არამედ რომელ იგინიცა სახელითა მისითა ძლიერებათა იქმოდეს, მაშინ აუწყა ესე საიდუმლოჲ. ხოლო ვინაჲთგან ეთქუა, ვითარმედ: „გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა“, უჩუენებს, ვითარმედ გამოცხადებაჲცა ესე მისივე არს. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან; და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების, გამოუცხადოს“. არა თუ რომლისაჲ ბრძანებაჲ მოიღოს ანუ რომლისათჳს ჰკითხოს, არამედ რომლისაჲ ენებოს, მას გამოუცხადოს მამაჲცა და თავიცა თჳსი; და ამას მარადის გუაუწყებს, ვითარცა-იგი იტყოდა: „არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“,1 რამეთუ ესოდენ ერთ არს ნებაჲ მამისაჲ და ჩემი, ერთი განზრახვაჲ, ერთი ძალი, რომელ არცა ვის ძალ-უც მისლვად მამისა, გარნა ჩემ მიერ. რამეთუ ვინაჲთგან უფროჲს ყოვლისა ამას ზედა დაბრკოლდებოდეს ჰურიანი, რამეთუ იტყოდეს, ვი-თარმედ: წინააღმდგომ არს ღმრთისა, უღმრთონი იგი და წინააღმდგომნი, ამისთჳს ყოვლით კერძო ესევითარი ესე იჭჳ მათი დაჰჴსნა და უსიტყუელყვნა მრავალსახედ და მრავალფერად.
ხოლო ოდეს თქუას, ვითარმედ: „არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან“, არა თუ ეგრე იტყჳს, თუ ყოველნი უმეცარ მისა არიან, არამედ: ეგევითარი მეცნიერებაჲ, ვითარი ძესა აქუს, არავის აქუს სხუასა, რამეთუ მისი იგი მეცნიერებაჲ ბუნებითი არს და არსებითი, ხოლო სხუათაჲ - მისმიერითა მით მადლითა მონიჭებული. ეგრეთვე არცა ძე ვინ იცის, ვითარცა ჯერ-არს ცებნაჲ, გარნა მამამან და სულმან წმიდამან, ვითარცა იტყჳს პავლე, ვითარმედ: „მცირედ რაჲმე ვიცით და მცირედ ვწინაჲსწარმეტყუელებთ“.2
ვინაჲთგან ესე ყოველი ღმრთივშუენიერებით მიუთხრა და გულნი მოწაფეთანი ფრთოვან-ყვნა სურვილად მისა და უჩუენა მიუთხრობელი იგი და გამოუთქუმელი ძალი მისი, მერმე მოუწოდს და ეტყჳს:
1 იოან. 14,6. 2 1 კორ. 13,9.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი მცირე არს“ (11,28-30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მოედით ჩემდა ყოველნი, არა ესე ვინმე და იგი, არამედ ყოველნი, რომელნიცა ხართ ცოდვათაგან დამძიმებულ, რომელნიცა ხართ მწუხარებათაგან შეპყრობილ, რომელნიცა ხართ ზრუნვათაგან შეურვებულ. მოედით ჩემდა ყოველნი, არა თუ რაჲთა სიტყუაჲ ბრალისაჲ მიგჴადო, არამედ რაჲთა დავჰჴსნნე და განვაქარვნე ცოდვანი თქუენნი და განგისუენო თქუენ, რომელნი-ეგე მათგან ჭირვეულ ხართ და შეიწრებულ; მოედით არა თუ ამისთჳს, ვითარმცა მეჴმარებოდა თქუენმიერი დიდებაჲ, არამედ ამისთჳს, რომელ მნებავს ცხორებაჲ თქუენი.
„მე განგისუენო თქუენ“. არა თქუა, თუ: შეგინდო ხოლო და შეგიწყალნე, არამედ: განსუენებასაცა საუკუნესა ღირს-გყვნე.
„აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ. რამე-თუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი მცირე არს“.
უღელი თუ გესმის, ნუ გეშინინ, რამეთუ ტკბილ არს; ტჳრთი თუ ვთქუ, ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ მცირე არს.
და ვითარ ზემო იტყოდა, ვითარმედ: „იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ“?1 ესე იგი არს, უკუეთუ უდებ იყო და დაჴსნილ და ჴორცთმოყუარე და ვნებათა მოსურნე, იწრო და საჭირველ გიჩნდეს გზაჲ იგი; უკუეთუ კუალად შეიმოსო გულსმოდგინებაჲ და შეიყუარო ცხორებაჲ სულისა შენისაჲ და წარჰმართო მცნებაჲ მისი, მაშინ ტკბილ იყოს უღელი იგი ქედსა შენსა, და ტჳრთი იგი - საწადელ ბეჭთა შენთა.
ხოლო ვითარ იქმნას წარმართებაჲ იგი მცნებათაჲ? ისმინე ამისცა სახისაჲ ჭეშმარიტი და უშრომელი მოძღურებაჲ: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“. აწ უკუე იქმნე თუ მშჳდ და მდაბალ და სახიერ, მცნებანიცა მისნი წარჰმართნე და სულისა შენისა ჰპოო ჭეშმარიტი განსუენებაჲ.
ესე სათნოებაჲ არს დედაჲ ყოველთა კეთილთაჲ - ჭეშმარიტი იგი სიმდაბლე. ამისთჳს პირველვე, რაჟამს იწყებდა საღმრთოთა მათ შჯულთა და სულიერთა მათ წესთა განწესებად, ყოვლისა უპირატეს ნეტარებაჲ მდაბალთა მისცა და მშჳდთა; და აწცა ეგრეთვე იქმს. ესე მოიგეთო და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ. ამისთჳს თავსაცა თჳსსა სახედ დაგჳდებს, ვითარმცა იტყოდა: რაჲსათჳს გეშინის, კაცნო, სიმდაბლისაგან? ჰგონებ-თა, თუ ნაკლულევანებაჲ რაჲმე შეგემთხჳოს? მე მომხედენით და ჩემგან ისწავეთ და მაშინ სცნათ, ვითარი კეთილი არს საქმე ესე. „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“; და კუალად თავისაცა თჳსისა სარგებელი გულისჴმა-ყავთ, რამეთუ ამის მიერ ჰპოოთ განსუენებაჲ
1 მათ. 7,14.
სულთა თქუენთაჲ. და კუალად იტყჳს: „მე განგისუენო თქუენ“, იტჳრთოთ თუ უღელი ესე, რომელსა დაგიდებთ თქუენ, რამეთუ „უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი მცირე არს“.
სწავლაჲ ლჱ ვითარმედ უღელი სიმართლისაჲ სუბუქ არს და მცირე, ხოლო ცოდვისაჲ - მძიმე და ბოროტ
თქუას ვინმე, თუ: ვითარ მცირე არს ტჳრთი ესე, რაჟამს თქუას: რომელმან არა მოიძულოს მამაჲ თჳსი და დედაჲ და ცოლი და შვილნი, და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს; და რომელმან არა დაუტეოს ყოველი მონაგები მისი და მერმეღა სულიცა თჳსი მისცეს სიკუდილად, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე-ყოფად ჩემდა.1 ესე ყოველი ვითარ სუბუქ არს და ტკბილ? გნებავსა, კაცო, ცნობად, ვითარ ტკბილ არს და საწადელ უღელი ესე და ტჳრთი, რომელი შენ მძიმედ გგონიეს? ისმინე, რასა იტყჳს პავლე მოციქული: „ვინ განმა-შორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტჱსსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშულოებამან ანუ ურვამან, ანუ მახჳლმან?“2 და შემდგომი ამისი. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელი გამოჩინებად არს ჩუენდა“.3 ისწავეთ კუალად მოციქულთაგან, რომელნი-იგი მოიქცეს რაჲ შესაკრებელისაგან ჰურიათაჲსა, ტანჯულნი და გუემულნი, უხაროდაო, რამეთუ ღირს იქმნეს სახელისა მისისათჳს გინებად.4 ხოლო უკუეთუ შენ იშიშვი უღლისა მისგან და ტჳრთისა, არა ბუნებისაგან მათ საქმეთაჲსა არს შიში ესე, არამედ შენისა მის დაჴსნილებისაგან. ხოლო იყო თუ კაცი გულსმოდგინე ცხორებისათჳს სულისა შენისა, ყოველივე ესე სუბუქ იყოს შენდა და ადვილ.
ამისთჳსცა ქრისტე გულისჴმა-გჳყოფს, ვითარმედ ჩუენცა გჳჴმს მცირედ რაჲმე შრომაჲ. და არა თქუა სიტკბოებაჲ ხოლო და სისუბუქჱ საქმისაჲ ამის და დაიდუმა, არცა სიმძიმჱ და სიძნელჱ, არამედ ორივე თქუა, რამე-თუ უღელი სახელ-სდვა და ტკბილ უწოდა, და ტჳრთი გუაუწყა და მცირჱ დაურთო, რაჲთა არცა ვითარცა საჭიროჲსა და ძნელისაგან ივლტოდი, არცა ვითარცა ფრიად რაჲმე ადვილი და არარაჲ შეურაცხ-ჰყო.
ხოლო უკუეთუ ამას ყოველსა ზედა ძნელვე გიჩნს შენ სათნოებაჲ და მძიმე, გულისჴმა-ყავ, რამეთუ ცოდვაჲ უმძიმჱს არს და უძჳრჱს. ამას უკუე მოასწავებდა უფალი, ამისთჳს პირველად თქუა: „მოედით ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი“, რაჲთა გიჩუენოს, ვითარმედ ცოდვაჲ არს მძიმე
1 შდრ. ლუკ. 14,26-27,33; მათ. 10,37-39. 2 რომ. 8,35. 3 რომ. 8,18. 4 საქმე 5,41.
და საჭიროჲ ტჳრთი; და მერმე შესძინა: „აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა“,1 რაჲთა სცნათ, ვითარ არს ცოდვაჲ მძიმჱ და საწყინო, და უღელი სათნოებისაჲ - ტკბილ და სუბუქ. ეგრეთვე წინაჲსწარმეტყუელი წარმოიტყჳს სიმძიმესა მას ცოდვისასა და ღაღადებს: „რამეთუ უსჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა, ვითარცა ტჳრთი მძიმე, დამიმძიმდა ჩემ ზედა“.2 და კუალად ზაქარია გამოსახავს მას და შანთად ბრპენისა სახელ-სდებს.3 რამეთუ არარაჲ ესრეთ დაამძიმებს სულსა და ქუე დაჰქენჯნის, ვითარ მხილებაჲ ცოდვისაჲ, და არარაჲ ესრეთ აღასუბუქებს და ფრთოან-ჰყოფს, ვი-თარ მოგებაჲ სიმართლისა და სათნოებისაჲ. და ესრეთ გულისჴმა-ყავ, არა მძიმედ ჩანსა სიგლახაკჱ და უპოვრებაჲ, და მიპყრობაჲ ღაწუთაჲ ყურიმლისა ცემად, და პაჰრაკობაჲ და სხუაჲ იგი სათნოებისა წესი, და მერმეღა სიკუდილისაცა ძჳრ-ძჳრისა თავს-დებაჲ? არამედ უკუეთუ სიბრძნჱ გონიერი შევიმოსოთ და თუალნი სულისანი აღვიხილნეთ გულისჴმის-ყოფად, ესე ყოველივე შევჰრაცხოთ ადვილ და საწადელ. და უკუეთუ გნებავს, თი-თოეული გამოვიძიოთ.
ვიხილოთ უპოვრებაჲ, ძნელი იგი და საჭიროჲ, რომელი უმეტესად სა-ჭირო არს: აღპყრობაჲ თუალთაჲ უფლისა მიმართ და მისგან სასოებაჲ საზრდელისაჲ, რომელმან-იგი არავინ მოსავთა მისთაგანი დაუტევის სიყმილითა მოკუდომად; რამეთუ აჰა ესერა რომელნი ესვიდეს მას, რომელნიმე ჴელითა ანგელოზთაჲთა გამოზარდნა, ოდეს ყოვლისავე კაცობრივისა სასოებისაგან თუალნი მოირიდნეს, და რომელთამე ყორნისა მიერ მოსცა ჭამადი. აწ უკუე ესევითარი ცხორებაჲ უსუბუქეს არს ანუ რომელი-იგი ბევრეულითა ზრუნვითა დამძიმებულ იყოს და არა თჳსისა ხოლო მუცლისა, არამედ სხუათა მრავალთა აღმოვსებაჲ თანა-ედვას, მონათა და მსახურთა, და ყოვლითა ამაოებითა განფრდილ იყოს? რომელი უადვილეს არს, რაჲთა სამოსელი ვის აქუნდეს ზომითი, რომლითა სიშიშულე თჳსი იფარვოდის, ანუ რომელსა მრავალი აქუნდეს სამოსელი და საფასე და განიხერხებოდის ზრუნვითა, სადა-ძი დაჰმარხოს, სადა დაჰფლას, რაჲთა არცა მპარავთა წარიტაცონ, არცა მღილთა შეჭამონ?
და რასა მრავალსა ვიტყჳ? ვიცი, ვითარმედ თქუენ, რომელნი-ეგე ზრუნვათა ამათ და საჴმართმოყუარებასა შემსჭუალულ ხართ, არა უწყით სიტკბოებაჲ საღმრთოჲსა მის ცხორებისაჲ და გგონიეს, თუ ცუდადვმეტყუელებ. გარნა მენება, რაჲთამცა წარმომიდგა ვინ აწ მათგანი, რომელნი სიმაღლესა მას სათნოებისასა მიწევნულ არიან - მამანი - და მაშინ იხილეთმცა ჭეშმარიტებაჲ სიტყუათა ჩემთაჲ, და თუ ვითარი სიტკბოებაჲ აქუს ღმრთისმსახურებისა წესსა; რამეთუ დაღაცათუ ბევრეულნიმცა კაცნი წინაუყოფდეს სიმდიდრესა ტრფიალთა მათ უპოვრებისათა, არამცა თავსიდვეს შებორკილებად აზნაურთა მათ თავთა მათთა ჴელბორკილითა მით
1 მათ. 11,28-29. 2 ფსალმ. 37,5. 3 ზაქ. 5,7.
ბოროტისა მონებისაჲთა, არამედ მდიდარნიღამცა წადიერ იქმნეს მათისა მის უპოვრებისა ბაძვად და არა იგინი - სიმდიდრისა. არა ხედავთა დან-თქმულთა ზრუნვასა შინა სიმდიდრისასა, ვითარ დღითი-დღე მწუხარებაჲ და სულ-თქუმაჲ არა აკლს? გარნა იგინი არა ესრეთ არიან, რომელნი უპოვრებით ჰმონებენ უფალსა, არამედ მარადის მხიარულ არიან უმეტეს მეფეთა მათ ქუეყანისათა და დაუცხრომელად ღმერთსა ჰმადლობენ. კუალად მიპყრობაჲ ყურიმლისაჲ, ვიდრეღა მიმთხუევაჲ სხჳსადა, უადვილეს უჩნს მუშაკთა სათნოებისათა, რამეთუ მოთმინებაჲ მათი შობს მშჳდობასა და სიხარულსა სასყიდლისათჳს ღმრთისამიერისა. ხოლო ცემაჲ მეორისაჲ შობს ბრძოლასა და ნუუკუე კაცის-კლვასაცა. რად ვიტყჳ ამას მრავალსა? აღსასრული ყოველთაჲ ვთქუა.
რაჲ არს უძნელეს და უმძიმეს სიკუდილისა? არარაჲ ამას სოფელსა შინა. აწ გულისჴმა-ყავთ: უკუეთუ მოიწიოს ჟამი და ჯერ-იყოს სიკუდილი ღმრთისათჳს, რომელი უადვილეს არს და უსაწადელეს: სიკუდილი ღმრთისათჳს ერთსა შინა წამსა და სუფევაჲ უკუნითი უკუნისამდე კეთილ-თა მათ შინა მოუგონებელთა და გამოუთქუმელთა ანუ პატივ-ცემაჲ წარმავალისა ამის და ამაოჲსა ცხორებისაჲ და დაშჯილებაჲ აქავე მარადის გონებისაგან და მერმე წარსლვად გეჰენიად ცეცხლისა და ტანჯვაჲ მას შინა უკუნისამდე ჟამთა? ჭეშმარიტად ესევითარი ცხორებაჲ უძჳრჱს არს სიკუდილისა, ხოლო სიკუდილი იგი ღმრთისათჳს უსაწადელჱს არს უფროჲს ყოველთა კეთილთა, და უკუეთუ ურწმუნო ხართ ამას ზედა, ისმინეთ მათი, რომელთა უხილვან პირნი მოწამეთანი ჟამსა წამებისასა, ვითარ იგუემებოდეს რაჲ და იხუეტებოდეს, მხიარულ იყვნეს და ბრწყინვალე, და ნაკუერცხალთა ზედა რაჲ ცეცხლისათა ანუ ცხედართა რკინისათა განჴურვებულ-თა წვიან, ესრეთ იხარებდიან, ვითარმცა ვარდგარდაფენილსა სარეცელსა ზედა განისუენებდეს. ამისთჳს, ეგულებოდა რაჲ პავლეს სიკუდილისა მიერ წამებისა განსლვაჲ ცხორებისა ამისგან, ესრეთ იტყოდა: „მიხარის და მიხაროდის თქუენ ყოველთა თანა. ეგრეთვე თქუენცა გიხაროდენ და ჩემ თანა მხიარულ იყვენით“.1 იხილეა, ვითარ ყოველსავე სოფელსა ზიარებად სიხარულისა მის მოუწოდს? რამეთუ იცოდა, ფრიად დიდი კეთილი არს ესრეთ განსლვაჲ ამის სოფლისაგან, ესრეთ საწადელ იყო მისდა და სანატრელ ყოველთა მიერ საშინელად შერაცხილი სიკუდილი.
აწ უკუე ყოვლით კერძო საცნაურ არს, ვითარმედ უღელი იგი სათნოებისაჲ სუბუქ არს და ტკბილ. არამედ ვიხილოთ ტჳრთიცა იგი ცოდვისაჲ, ვითარ მძიმე არს და საწყინო და ყოვლითურთ საძაგელ. მიხედეთ ანგაჰრთა, ბოროტთა მათ საფასისმოფარდულთა, გულისჴმა-ყავთ, რავდენნი მწუხარებანი ჰქონან, რავდენნი ზრუნვანი, რავდენნი განსაცდელნი, რავდენნი ბრძოლანი, რავდენნი ამბოხებანი და შფოთნი, რამეთუ ვითარცა
1 ფილიპ. 2,17-18.
არაოდეს დააკლდენ ზღუასა ღელვანი, ეგრეთვე სულსა მას - შფოთნი და დაუწყნარებლობანი და ზრუნვანი, ღელვანი და მიმოკუეთებანი.
მიხედენ კუალად მოშურნეთა და ძჳრისმოჴსენეთა, და იხილნე იგინი სამარადისოსა სატანჯველსა შინა მყოფნი და ცეცხლსა შინა ბოროტსა შემწუარნი ვნებისა მისგან; მიხედენ ჴორცთმოყუარეთა და ბილწებისა ტრფიალთა და საწუთროჲსა ამის ცუდისადა შემსჭუალულთა, და ჰპოვნე იგინი განსყიდულნი მონად მძლავრისა უწყალოჲსა და საშჯელითა მით კაენისითა დაშჯილნი შიშსა შინა და ძრწოლასა სამარადისოსა და ტყუეობასა შინა ბოროტსა. განიცადენ ზუავნი და ანპარტავანნი, და ჰპოვნე მათნიცა სულნი დაუწყნარებლობასა შინა და სიბორგილესა დაუცხრომელსა. და ყოვლითურთ ყოველივე საქმე ცოდვისაჲ ტჳრთი არს ბოროტი, შემმუსრველი საცნაურთა მათ და უხილავთა ძალთა სულისათა და განმრყუნელი სიკეთესა მისსა. ამისთჳს სახიერი იგი და მოწყალე მეუფე მიმიწოდს და მეტყჳს ყოველთა: „მოედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი მცირე არს“.1
აწ უკუე ნუ შეშინდები, კაცო, ნუცა შეჰფრთხები უღელსა მას, რომელი გიჴსნის შენ ყოველთა მათ ბოროტთაგან; მიუპყარ გულსმოდგინებით ქედი შენი და მაშინ იხილო განცხადებულად სიტკბოებაჲ მისი. არა მოღლეტს ქედსა, ნუ გეშინინ, არამედ წესიერებისათჳს ხოლო მდებარე არს მას ზედა, და რაჲთა გზასა მართალსა გავლებდეს შენ და არა შეგინდობდეს მიმოკუეთებად ეკლოანთა შინა და უღაღთა არცა მარჯულ, არცა მარცხლ, არამედ გზასა სამეუფოსა გიპყრას, რომელსაცა იწრო სახელდებულ არს, რაჲთა შეგიყვანოს ფართოებასა მას ზეცისა სასუფეველისასა.
ვინაჲთგან ესევითარი არს წესი მისი, ესრეთ უცთომელ არს და კეთილ, მოედით, ძმანო, ყოვლითა მოსწრაფებითა შევიწყნაროთ უღელი იგი ტკბილი, რაჲთა აქაცა განსუენებაჲ ვპოოთ სულთა ჩუენთა და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 მათ. 11,28-30.