...ერთად, ვითარმედ შემდგომად მცირედისა ჟამისა წარსლვად არს, და კუალად, ვითარმედ ვერ მივიდენ მისა მიმართ, რომელ-იგი არა კაცობრივისა ბუნებისაჲ იყო თჳსისა აღსასრულისა წინაჲსწარცნობაჲ. რამეთუ იხილე, დავით რასა იტყჳს, ვითარმედ: „მაუწყე მე, უფალო, აღსასრული ჩემი და რიცხჳ დღეთა ჩემთაჲ, რაჲთა უწყოდი, თუ რაჲღა მაკლს მე“. და არავინ იცის საქმჱ ესე. ხოლო მე ვჰგონებ, თუ მსახურთა მათ მიმართ იყო სიტყუაჲ ესე, რომლითა მოდრიკნა იგინი, რაჟამს უჩუენა, ვითარმედ უწყის მან წარსლვისა მისისა ჟამი, ვითარმცა ეტყოდა, თუ: მელოდეთ მცირედღა, და წარვიდე.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იტყოდეს ჰურიანი იგი ურთიერთას: ვიდრე-მე ეგულების ამას წარსლვად?“ (7,35).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და რად-მე ეძიებენ ამას? რამეთუ რომელთა სუროდა ყოვლითურთ, რაჲთამცა განერნეს მისგან, და ყოველსავე ღონესა მოიპოვებდეს, რაჲთამცა არა ხედვიდეს მას, არა უჴმდა ამისი ძიებაჲ, არამედ რაჲთამცა თქუეს, თუ: ჰე, გჳხარის, და ოდეს ყოფად არს ეგე? არამედ მოიწყლნეს სიტყუათა მათგან და ეძიებენ თავთა შორის თჳსთა უგუნურებით:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სადა წარვალს? ნუუკუე განთესულთა მათ წარმართთასა ეგულების წარსლვად?“ (7,35).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რანი არიან „განთესულნი წარმართნი“? ესრეთ სახელ-სდებდეს ჰურიანი წარმართთა, რამეთუ ყოველს...