მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 38:8

7. და ახლა რას ვესავ, უფალო? შენზეა ჩემი იმედი.8. ყოველი ჩემი ბრალისაგან გადამარჩინე, ნუ გამხდი ბრიყვის გასალანძღავად.9. დავმუნჯდი, ბაგეს აღარ გავაღებ, რადგან შენ ჰყავი ასეთნაირად.
ფსალმუნები თავი 38
8. ყოველი ჩემი ბრალისაგან გადამარჩინე, ნუ გამხდი ბრიყვის გასალანძღავად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

მათეს სახარების განმარტება - თავი XXVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
27:27-32 — შეურაცხყოფა და ჯვარის გზა:

...მას. და შეთხზეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მისცეს მარჯუენესა ჴელსა მისსა და მუჴლნი დაიდგინეს მის წინაშე, ემღერდეს მას და ეტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! და ჰნერწყუვიდეს მას და მოიღეს ლერწამი და სცემდეს თავსა მისსა.** - მაშინ ასრულდა სიტყვა დავითისა: საყუედრელად უგუნურსა მიმეც მე (). რადგან მეომრები უგენურნი იყვნენ და ისე იქცეოდნენ, როგორც შეეფერებოდათ: ვითარცა მეფე, პორფირის ნაცვლად ქლამინდით შემოსეს, ნაცვლად სკიპტრისა ლერწამი მისცეს, ხოლო დიადემის მაგივრად - ეკლის გვირგვინი; დაცინვით თაყვანს სცემდნენ, რადგანაც მუხლის მოყრა თაყვანისცემის ნიშანია. ნახე, როგორ გამოიყენეს აბუჩად აგდების ყოველი ხერხი! სახე ფურთხით შეუგინეს, თავი - გვირგვინით, ხელები - ლერწმით, დანარჩენი სხეული - ქლამინდით, ხოლო ყურები - ბილწი სიტყვებით. მაგრამ ყოველივე ეს, რასაც აკეთებდნენ, შენ ამასთან ერთად ქრისტეს მიერ აღსრულებულ საიდუმლოდაც მოიაზრე: მეწამული ქლამინდი ჩვენს ბუნებას აღნიშნავდა, რომელიც ქრისტემ, როცა ის სისხლით შეღებილი და მკვლელობისკენ მიდრეკილი იყო, მაშინ შეიწყნარა და შეიმოსა რა მისით, განწმინდა. ეკლის გვირგვინი - ცხოვრებისეულ საზრუნავთაგან მომდინარე ცოდვებია. ისინი ქრისტემ, თავისი ღმრთეებრიობით, რაზეც მასში თავი მიანიშნებ...

სრულად ნახვა