...ავარდნილი და იმის მხილველი, რომ ბუნება იმხილება, ხოლო მისი სიმცირე და არარაობა ყოველმხრივ ცხადდება, ამბობს: „ყოველი კაცი ცრუ არს“ (), ესე იგი, ადამიანი არაფერია. ამიტომაც სხვაგან ამბობდა: „და ღათუ მეებრ ხატად ვალს კაცი“ (). „რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე?“ ()
ხედავ, როგორ აჩვენებს ქველმოქმედების სიდიდეს არა მხოლოდ მომხდარი საქმეებით, არამედ იმითაც, რომ ეს ქველმოქმედება ასეთ კაცს მიემადლა; ფსალმუნში ნათქვამს სხვა სიტყვებით, მაგრამ იმავე აზრებით გადმოსცემს. რადგან როგორც იქ ამბობდა: „რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი, ანუ ძე კაცისა, რამეთუ მოხედავ მას?“ (), ასევეა აქაც. მაშინ ქველმოქმედება ორმაგად ჩანს, როცა იგი ბუნებითაც დიდია და არარაობად მიჩნეულ ვინმესაც მიეცემა; ეს კი ქველმოქმედებისა და მადლის გაძლიერებაა. სწორედ ამის წარმოჩენა სურს, როცა ა...