მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 39:9

8. შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია.9. სიმართლეს მოვუთხრობდი დიდ კრებულს; აჰა, ბაგენი ჩემნი არ მომიკუმავს, უფალო, შენ უწყი.10. შენი სიმართლე არ დამიფარავს ჩემს გულში, შენს ერთგულებასა და შენს ხსნაზე ვლაპარაკობდი, შენი წყალობა და ჭეშმარიტება არ დამიმალავს დიდი კრებულისათვის.
ფსალმუნები თავი 39
9. სიმართლეს მოვუთხრობდი დიდ კრებულს; აჰა, ბაგენი ჩემნი არ მომიკუმავს, უფალო, შენ უწყი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“ (7,38).:

...რისა სასუმელისათჳს იტყჳს, ამისთჳს თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“ (7,38).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო „მუცლად“ ამას ადგილსა გულსა იტყჳს, ვი-თარცა სხუასა ადგილსა წერილი იტყჳს, ვითარმედ: „შჯული შენი შუა მუცელსა ჩემსა“. არამედ სადა თქუა წერილმან, თუ: „მუცლისა მისისაგან მდინარენი დიოდიან წყლისა ცხოველისანი“? არასადა უთქუამს წერილსა ესე სიტყუაჲ, არამედ გულისხმა-ყავთ, თუ ვითარ არს სიტყუაჲ ესე, რამე-თუ ესრეთ ჯერ-არს წერაჲ და კითხვაჲ ამის სიტყჳსაჲ, რაჲთა თქუას რაჲ, ვითარმედ: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან“, - და ამას ადგილსა ჯერ-არს განკუეთაჲ სიტყჳსაჲ და დასუენებაჲ, რაჲთა სიტყუაჲ ესე, თუ: „მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან“, არღარა მისვე გან-ჩინებისაჲ იყოს. რამეთუ ვინაჲთგან მრავალნი იტყოდეს, თუ: „ესე არს ქრისტე“, და: „ქრისტე ოდეს მოვიდეს, ნუუკუე უმრავლესნი სასწაულნი ქმნნესა?“ ამისთჳს ენება, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ: სიმართლჱ ჯერ-არს გონებისაჲ, რაჲთა არა სასწაულთათჳს ოდენ, არამედ წერილთა მიერცა აქუნდეს სარწმუნოებაჲ ჩემდა მომართ. ხოლო მრავალ...

სრულად ნახვა