მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 40:10

9. ჩემთან მშვიდობიანად მყოფმაც კი, რომლის იმედიც მქონდა, რომელიც ჩემს პურს ჭამდა, ტერფი აღმართა ჩემს წინააღმდეგ.10. ხოლო შენ, უფალო, შემიწყალე, და წამომაყენე, და მე მივუზღავ მათ.11. ამით ვიცოდი, რომ გიყვარდი, რომ არ გაიხარებს მტერი ჩემზე.
ფსალმუნები თავი 40
10. ხოლო შენ, უფალო, შემიწყალე, და წამომაყენე, და მე მივუზღავ მათ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იოვანე წამა მისთჳს, ღაღად-ყო და თქუა: ესე არს, რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს“ (1,15).:

...ჴურიტნენ ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი, არამედ „განჴურიტნესო“, ვი-თარცა ქმნული. და მიმცემელისათჳს არღა ქმნულსა ვითარცა ქმნილსა იტყოდა, ვითარმედ: „რომელი ჭამდა პურსა ჩემ თანა, აღიღო ჩემ ზედა ბრჭალი მისი“; ; და კუალად იტყჳს: „მცეს მე საჭმლად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი“. და ესევითარი მრავალი ჰპოო, რომელ არღა ქმნილსა ვითარცა ქმნილსა იტყოდის წერილსა შინა.

სწავლაჲ იგ მოწყალებისათჳს

გნებავსა, რაჲთა სხუანიცა სახენი შემოვიხუნეთ? არამედ კმა არიან თქუმულნი ესე, რაჲთა არა მოწყინე იქმნნეთ სმენად. ამისთჳს აღსრულებაჲ ვყოთ სიტყჳსა ჩუენისაჲ. ხოლო აღსასრული ჯერ-არს, რაჲთა მადლობითა ვყოთ ღმრთისაჲთა, და მადლობაჲ არა სიტყჳთ ოდენ უყუარს ღმერთსა, არამედ უფროჲსად საქმით, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ კეთილნი საქმენი თქუენნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“. რამეთუ არარაჲ არს უბრწყინვალეს კეთილთა საქმეთასა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „გზანი მართალთანი მსგავსად ნათლისა ბრწყინ...

სრულად ნახვა