მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 43:15

14. იგავად გვაქციე ხალხებს შორის, თავის გასაქნევ-გამოსაქნევად ერებს შორის.15. ყოველდღე ჩემი აუგი ჩემს წინაშეა და სირცხვილი მიფარავს სახეს16. შემარცხვენლისა და მაგინებლის ხმისაგან, მტრისა და შურისმაძიებლის პირისაგან.
ფსალმუნები თავი 43
15. ყოველდღე ჩემი აუგი ჩემს წინაშეა და სირცხვილი მიფარავს სახეს

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 48-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. საერთო სწავლება და საღმრთო სიბრძნე:

...და რას ნიშნავს აქ „იგავი“? ეს სახელი მრავალმნიშვნელოვანია. რადგან „იგავი“ ნიშნავს სიტყვასაც, მაგალითსაც და საყვედურსაც, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „მყვენ ჩუენ იგავ წარმართთა შორის და თავის სახრელად ერთა შორის“ (). „იგავი“ არის აგრეთვე გამოცანური სიტყვა, რომელსაც მრავალი „საკითხს“ უწოდებს: იგი რაღაცას მიანიშნებს, მაგრამ თვით სიტყვებიდან პირდაპირ ცხადი არ არის, არამედ შიგნით დაფარულ აზრს შეიცავს, როგორც სამსონის სიტყვები, როცა ამბობდა: „მჭამელისაგან გამოჴდა ჭამადი და ძლიერისგან გამოჴდა ტკბილი“ (); და სოლომონიც ამბობს: „ცნას იგავი და დაფარული სიტყუაჲ“ (). „იგავი“ მსგავსებასაც ეწოდება: „სხუაჲ იგავი დაუდგა მათ და ჰრქუა: ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა, რომელმან დასთესა თესლი კეთილი აგარაკსა თჳსსა“ (). „იგავი“ ტროპოლოგიასაც ეწოდება: **„ძეო კაცისაო, მიუთხარ მითხრობაჲ და თქუ იგავი...

სრულად ნახვა