მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 47:1

1. ფსალმუნი, საგალობელი კორახის ძეთა. დიდია უფალი და ქებულია მეტად ჩვენი ღმერთის ქალაქში, წმიდა მთაზე.2. ლამაზი მაღლობი, სიხარული მთელი ქვეყნიერებისა მთა სიონი; ჩრდილოეთ მხარეს ქალაქია დიდი მეფისა.
ფსალმუნები თავი 47
1. ფსალმუნი, საგალობელი კორახის ძეთა. დიდია უფალი და ქებულია მეტად ჩვენი ღმერთის ქალაქში, წმიდა მთაზე.
ფსალმუნი 47-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ფსალმუნი დავითისი, ძეთა კორეთა, მეორისა შაბათისა“ ().

„დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად ქალაქსა ღმრთისა ჩუენისა მთასა წმიდასა მისსა.“ ().

„ძირ-მტკიცედ სიხარულითა ყოვლისა ქუეყანისათა მთანი სიონისანი, გუერდნი ჩრდილოსანი, ქალაქი მეუფისა დიდისა.“ ().

1. სიონის განმტკიცება და საყოველთაო სიხარული

აქაც იგი ომებისაგან გათავისუფლებასა და ბრძოლისაგან თავისუფლებას გამოხატავს. რადგან ბაბილონელთაგან დაბრუნებულებმა, ხანგრძლივი ტყვეობისაგან გათავისუფლებულებმა, მამაპაპეული მიწა დაიბრუნეს და მრავალ ომს გადაურჩნენ; ყოველივე ამისათვის მადლობას სწირავდნენ ამ სიკეთეთა მიზეზს, ამ საგალობლებს გალობდნენ და ამბობდნენ: „დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად“ (). „დიდიაო“, ამბობენ, მაგრამ რამდენად დიდია, ამას აღარ ამბობენ, რადგან ეს არავინ იცის; ამიტომაც დაურთო:...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის